საიტის საარქივო მასალა

ჯიპიაი ჰოლდინგმა და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ ერთობლივი პროექტი დაიწყეს "ჯიპიაი ჰოლდინგის" და "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" ერთობლივი პროექტი საშუალო და მცირე მეწარმეებისთვის დაზღვევის, როგორც ფინანსური დაცვის მექანიზმის პოპულარიზებას ისახავს მიზნად.
2017 წლის 1–ელი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის პაკეტები გაიმიჯნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ პირველად მოხდება საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
ჯიპიაი ჰოლდინგი კიდევ ერთ მასშტაბურ დასაქმების პროგრამას აცხადებს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაინტერესებულ კანდიდატებს წელსაც სთავაზობს უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში. 
300 სამუშაო ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით - შანსი ყველა მოტივირებული, აქტიური და შრომისმოყვარე ადამიანისთვის დასაქმდეს ჯიპიაიში.
გვახსოვდეს, რომ 7-ბალიანი მიწისძვრის ზონაში ვცხოვრობთ ბოლო 3-4 წელიწადში საქართველოში 12-13 ბაზრობა დაიწვა. ხანძრის შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა. "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა 1000-მდე მოვაჭრე დააზარალა. ზარალი ჯერ ზუსტად არ დაუთვლიათ, მაგრამ წინასწარი გათვლებით, ის მილიონობით ლარს აღწევს. სავაჭრო ცენტრისგან განსხვავებით, მოვაჭრეების დიდ ნაწილს ქონება დაზღვეული არ ჰქონია და ზარალის კომპენსირებას სახელმწიფო უწყებებისგან ახლა აქციებით ითხოვენ. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ერთადერთი, რის გაკეთებაც შეუძლია, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა და კომერციულ ბანკებთან სესხების გადავადებაზე შუამდგომლობაა.
გამორიცხული არ არის, რომ პარლამენტმა სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების სავალდებულო დაზღვევის საკითხი დააყენოს დეპუტატი ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტმა დღის წესრიგში სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების სავალდებულო დაზღვევის საკითხი დააყენოს. ამის შესახებ კობერიძემ "ბიზნესკონტრაქტის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia