საიტის საარქივო მასალა

„ვცდილობთ არ დაზიანდეს სახელშეკრულებო სერვისები“ - სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი

ეპიდემიის მართვაში სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების იმაზე დიდი რაოდენობაა ჩართული, ვიდრე დაანონსებული იყო. როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,სანამ ვითარება ასე დამძიმდებოდა,პროცესში ჩართული იყო ჯამში 50-60 ოჯახის ექიმი.
„გრინ დაზღვევა საქართველომ“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია მიიღო

„გრინ დაზღვევა საქართველომ“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია მიიღო, შესაბამისად, კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს სრული სპექტრის, უნივერსალური დაზღვევები.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ეკა ცენტერაძემ განმარტა, აღნიშნული სიახლის მეშვეობით „გრინ დაზღვევა საქართველო“ მათ შორის საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციებს მათზე მორგებულ სადაზვევო პროდუქტებს შესთავაზებს.
„ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ
ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ონლაინკლინიკების მართვის კუთხით სადაზღვეო კომპანიების ჩართულობა,ოჯახის ექიმების რაოდენობის გაზრდა და გაძლიერება იყო. ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სადაზღვეო კომპანიებისა და სახელმწიფოს კოორდინირებულ მუშაობას და აღნიშნა, რომ პროფესიონალი ოჯახის ექიმების როლი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია.

XPRIMM-ის ინიციატივით გამართული ონლაინ შეხვედრა

საერთაშორისო მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაციის (XPRIMM) ინიციატივით 30 სექტემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელის  დევი ხეჩინაშვილის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის  დავით ონოფრიშვილის,  სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორის  გიორგი ბარათაშვილის და სადაზღვევო კომპანია „არდი“-ს  აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ჯაფარიძის ჩართულობით. შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობდა იმ პრობლემებზე, რომლებიც  საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე  პანდემიის, კერძოდ Covid-19-ის შედეგად წარმოიშვა. ასევე ამ პრობლემების დაძლევასა და სადაზღვევო ბაზრის შემდგომი განვითარების გზებზე.

იხილეთ ბმული
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia