საიტის საარქივო მასალა
პროფესორმა კარელ ვან ჰულემ საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრა გამართა [06.06.2024]
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის მოწვევით თბილისში, 6 ივნისს, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, კარელ ვან ჰულემ, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან.
„შეიქმნა ილუზია, რომ ყველაფერი მთავრობამ უნდა დააფინანსოს“ – უნდა ამოქმედდეს თუ არა სავალდებულო დაზღვევა? [10.04.2024]
ონკოპაციენტების მკურნალობისა და ზოგადად, თანამედროვე სამედიცინო სერვისების დაფინანსების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დგას, რადგან მსოფლიო მედიცინა სწრაფად ვითარდება და ჩნდება ახალი მედიკამენტები და ინსტრუმენტული სერვისები, რაც ძალიან ძვიადღირებულია.
ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა.
მთავრობა საკანონმდებლო დონეზე გეგმავს დაზღვევის არსებული სისტემის ცვლილებას და საბაზისო სადაზღვევო პაკეტის შემოღებას. ჯანდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ 700 000-მდე ადამიანს აქვს კერძო დაზღვევის პაკეტი, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია და მათი დიდი ნაწილი არ ფარავს იმ სერვისებს, რაც საყოველთაო ჯანდაცვაში შედის. აქედან გამომდინარე, მინიმალური კერძო დაზღვევის პაკეტის სერვისები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არსებულ მინიმალურ მომსახურებას უნდა გაუტოლდეს.
კერძო სამედიცინო დაზღვევის განვითარებას ხელს მოქმედი კანონმდებლობა უშლის - ასოციაციის პოზიცია [22.01.2024]
ის, რომ კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი 2023 წელს მხოლოდ 7%-ით გაიზარდა, დაზღვევის სექტორში მოქმედი კანონმდებლობის შედეგია. ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ამ მოდელით წლებია სარგებლობს ყველა კომპანია და მთლიანად საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესი. ახლა კი ისარგებლებენ სადაზღვევო კომპანიებიც. ყველა კომპანია, ვინც პლუსშია და ძალიან ცოტაა მინუსში, ისარგებლებს ამ სისტემით. გაზრდის თავის ბიზნესს, გაზრდის დასაქმებას, მთელ ეკონომიკას და ა.შ. “, - ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში სადაზღვევო სექტორში მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედებაზე საუბრისას განაცხადა.