,,კრიტიკული დაავადებებისა და ონკოდაზღვევაზე მოთხოვნა იზრდება“ - დევი ხეჩინაშვილი
საქართველოში კრიტიკული დაავადებებისა და ონკოდაზღვევაზე მოთხოვნა იზრდება.
ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინანდელი მაჩვენებლით, ამ პაკეტების რაოდენობა ქვეყანაში 3 ათასზე მეტი იყო, თუმცა, ხეჩინაშვილის ვარაუდობს, რომ მომავალში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
„ეს პროდუქტი პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის იმ სახელმწიფოებში, სადაც დაზღვევა ბევრ სერვისს სათანადოდ ვერ ფარავს. ასეთია საქართველოც. ამიტომ კრიტიკული დაავადებებისა და ონკოდაზღვევაზე მოთხოვნა ჩვენთანაც მზარდია. ამას განაპირობებს ის ამბები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ხდება. შედით თურქეთის კლინიკებში, გადავსებულია იქაური პალატები ქართველი პაციენტებით. ჩემ ირგვლივ არის არაერთი ადამიანი, რომელსაც შეძენილი აქვს ონკოდაზღვევა და მათ შორის ორს დასჭირდა ეს დაზღვევა. საუბარია დაახლოებით 30 წლის ადამიანებზე, რომლებმაც უცხოეთში ჩაიტარეს მკურნალობა და რომლებიც ონკოდაზღვევამ გადაარჩინა. თანაც ეს არაა სამედიცინო დაზღვევა. თქვენ იღებთ ფულს და მას სურვილისამებრ გამოიყენებთ“, - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.
"კომერსანტი"
24.10.2023