ინოვაციური პროდუქტი "აი სი ჯგუფისგან"

18 მარტის რადიო გადაცემის სტუმრები - სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი მაკა დაუშვილი და „აი სი ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ირინა შენგელია.

"სადაზღვვეო კომპანია „აი სი ჯგუფი“ წელს იუბილარია, უკვე 5 წელია არსებობს  საქართველოს ბაზარზე. ცხადია არ არის 5 წელი დიდი ასაკი, თუმცა ჩვენმა კომპანიამ შეძლო ბაზარზე ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ჩვენი კომპანიის მომსახურებით, ზოგადად, ბევრია კმაყოფილი, შეიძლება უკმაყოფილოც იყო ვინმე, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ და გავარკვიოთ შექმნილი კონკრეტული  მდგომარეობა. „აი სი ჯგუფი“ წელს გადავიდა ახალ ოფისში, რაც არა მარტო თანამშრომლებისთვის, არამედ კომპანიის მომხმარებლისთვისაც ძალიან კომფორტულია. ახალ ოფისში გადასვლასთან დაკავშირებით, ძალიან მალე ამუშავდება განახლებული, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სერვის ცენტრი, რაც მომხმარებელს გაუადვილებს მომსახურების მიღებას. დღეისთვის სადაზღვევო ბაზარზე არსებული ყველა ლიცენზირებული პროდუქტი გააჩნია ჩვენს კომპანიას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ განვითარებაზე არ ვართ ორიენტირებულები. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენმა კომპანიამ  სადაზღვევო ბაზარზე გამოიტანა ახალი ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებულია თავისი პირობებით - განაცხადა „აი სი ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ირინა შენგელიამ.

 „აი სი ჯგუფის“ ახალ პროდუქტს ნახევარწლიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღვოდა წინ. ეს სიახლე კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს ძირეულ ცვლილებებს ბევრი მიმართულებით - დაწყებული აგენტების მუშაობის სისტემისა და პროდუქტის  მახასიათებლებით და დამთავრებული სადაზღვევო პოლისის გაყიდვის პროცედურით. პოლისი მომხმარებელზე  მაქსიმალურად მორგებულია და პრაქტიკულად, გატანილია ოფისის საზღვრებს გარეთ. მსურველს ავტომანქანის დაზღვევა შეუძლია მიიღოს 15 წუთში, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად. ჩვენი კვალიფიციური აგენტები მიდიან და ახორციელებენ ყველა იმ ტექნიკური და იურიდიული დოკუმენტაციის მოპოვებას და აღრიცხვას რაც სადაზღვევო კანონით არის განსაზღვრული მსურველის მიერ მითითებულ ადგილზე. მუშაობის პრინციპი ასეთია: კომპანიის საინფორმაციო ბაზებიდან გამომდინარე, ჩვენი აგენტები უკავშირდებიან კონკრეტულ პირებს და სთავაზობენ ავტომანქანის დაზღვევას. თუ ადრესატს მანქანის დაზღვევის სურვილი არ აქვს და მხოლოდ კონსულტაცია უნდათ, ჩვენი აგენტები ამასაც უზრუნველყოფენ - განაცხადა „აი სი ჯგუფის“ გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა მაკა დაუშვილმა.

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia