ტრეინინგი რისკ-მენეჯმენტსა და დაზღვევაში

დაზღვევის, პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრი– IPECC 

გაცნობებთ, რომ 2014 წლის თებერვლიდან დაზღვევის, პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრი–IPECC იწყებს ტრეინინგებს რისკ-მენეჯმენტსა და დაზღვევაში. ცენტრი დაფუძნდა 2011 წლის15 მარტს.

ცენტრის მიზანია დაზღვევის სფეროში  პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლება.

ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს და ატარებს ტრეინინგ კურსებს. კურსი განკუთვნილია, როგორც დაზღვევის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების პირთათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი ცოდნის გაღრმავება, ასევე დაზღვევის სფეროში გამოცდილების არ მქონე მოქალაქეებისათვის, ვისაც სურთ გაეცნონ სადაზღვევო საქმიანობის პრინციპებს, საფუძვლებს, დაზღვევის კონკრეტულ სახეებსა და შესაბამის პროდუქტებს.

დაზღვევის საბაზისო პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

 რისკისა და დაზღვევის თეორიის ელემენტები

  • რისკ-მენეჯმენტის ელემენტები
  • დაზღვევის ფუნქციები 
  • დაზღვევის სამართლებრივი პრინციპები
  • სადაზღვევო კონტრაქტის სტრუქტურა და მისი თავისებურებები 
  • სადაზღვევო ბაზარი
  • სადაზღვევო საზოგადოების ძირითადი საქმიანობა:გაყიდვებიანდერაიტინგი და აქტუარული კვლევები,ზარალების დარეგულირება.
  • სადაზღვევო საზოგადოების რისკ-მენეჯმენტის ინსტრუმენტებისადაზღვევო პროდუქტების ფასდადება,რისკის გადანაწილება, ფრანშიზათანაგადახდა,პროპორციულობის წესითანადაზღვევაგადაზღვევა
  • სადაზღვევო რეზერვები და გადახდისუნარიანობის მარჟა
  •  დაზღვევის სხვადასხვა სახეობები და პროდუქტები
2014 წელს განახლებულ ტრეინინგ კურსში გათვალისიწინებული იქნება მეტი პრაქტიკული სავარჯიშოები, კურსს დაემატა შუალედური  გამოცდა, რომელიც საშუალებას მისცემს  მსმენელებს შუალედურ ეტაპზეც შეამოწმონ ცოდნა (იცოდნენ რა დონეზე იმყოფებიან), შემაჯამებელი გამოცდა ჩატარდება ტრეინინგ ცენტრში, ადგილზე და არა დისტანციური მეთოდით. 

საგამოცდო ნაშრომის შეფასების შესაბამისად გაიცემა 3 ტიპის სერტიფიკატი: 

წარჩინების (+რეკომენდაცია), წარჩინების და მოსმენის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობაა:  4–5 კვირა. ლექციები დაიწყება 2014 წლის 15 მარტს.
ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ.

კურსის ღირებულება - 350 ლარი ერთ მონაწილეზე

რეზიუმეების (CV) მიღების ბოლო ვადა 2014 წლის 1 მარტი

კურსს კითხულობენ დაზღვევის სფეროში მაღალი აკადემიური ხარისხისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები –– დევი ხეჩინაშვილი,
არჩილ  ცერცვაძე .

სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მის: თბილისი მოსაშვილის ქ. 24

ტელ: +995 32 2 91 20 40 / / +995 599 38 63 63

მეილი: ipecc@insurance.org.ge

საკონტაქტო პირი : მერი მაჩიტიძე



11.01.2014
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia