თანხას იმ მომსახურებაში, რომელიც მისთვის არ გაუწევიათ და რატომ უძვირებს პაციენტს ოპერაციის ღირებულებას კლინიკის ფართო დერეფნები

ჯანდაცვა რომ დიდი ფუფუნებაა, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ ტყავზეც იციან. მეორე მხრივ, მაინცდამაინც, ვერც დაზღვევის კულტურით გამოვირჩევით, თუმცა, რომც გამოვირჩეოდეთ, რაკი ინდივიდუალური დაზღვევა კორპორატიულზე ძვირი ჯდება, დაქირავებით დასაქმებული კი, ორ მილიონზე მეტი შრომისუნარიანი მოსახლეობიდან მხოლოდ 550 000-ია, ჯანმრთელობას სრულფასოვნად მაინც ვერ დავიზღვევთ. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ სადაზღვევო სექტორი არ ვითარდება. როგორია ჩვენი ჯანდაცვის დაზღვევის პერსპექტივა, რამდენად ადეკვატურია სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებული პროდუქტები და აქვს თუ არა დაზღვეულებსა და დასაზღვევებს მართებული მოლოდინები სადაზღვევო სექტორისადმი –  თემას სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი განგვიმარტავს.
სადაზღვევო კომპანიაიმედი L“ იმიტომ ხომ არ გააძევეს ბაზრიდან, რომ მომსახურების კომფორტული პირობები ჰქონდა? ანუ, ისარგებლებდი სამედიცინო მომსახურებით და შემდეგ კომპანია გინაზღაურებდა თანხას შენი სადაზღვევო პაკეტის შესაბამისად.
არა,უბრალოდ, „იმედი L-მასაკუთარ თავზე ჰოსპიტალური მშენებლობის ძალიან დიდი ვალდებულება აიღო –  ათი საავადმყოფოს აშენება.
აიღო თუ ააღებინეს?
იბრძოლა იმისთვის, რომ აეღო. არის მოსაზრება, რომ სადაზღვევოებს საავადმყოფოების მშენებლობა აიძულეს, მაგრამ, რეალურად, შემდეგ, მათყველამ, იბრძოლეს ამ უფლების მოსაპოვებლად. მართალია, დაინახეს ამაში რისკიც, მაგრამ, დაინახეს დიდი შანსიც.
მონოპოლისტობის შანსი: თვითონ დააზღვევს, თავის კლინიკაში უმკურნალებს, წამლებსაც თავის შემოტანილს გამოუწერს და სხვა და სხვა?
ეს არ არის მონოპოლისტობა, ამას მომავალში დაერქმევამართული ჯანდაცვა”. ჯანმრთელობის ნამდვილი, კლასიკური დაზღვევა არის ასეთი: თქვენ ხართ დაზღვეული, დაგჭირდათ სამედიცინო მომსახურება, წახვედით კლინიკაში, მიიღეთ სამედიცინო მომსახურება, ჩეკი მიუტანეთ სადაზღვევო კომპანიას და მან აგინაზღაურათ. ჩვენ დიდი ხანია, გავცდით ამას.
რას გავცდით?
როდესაც გაცილებით ღრმად შედიხარ ამ ურთიერთობაში. სადაზღვევო კომპანია არ არის მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, ის არის ორგანიზატორიც: სულ ცოტა, მართავს დაზღვეულის სამკურნალო პროცესს ან, საერთოდაც, მის ჯანმრთელობას. ეს არის სამედიცინო და ფინანსური სერვისების ინტეგრაციის მაღალი დონე.
ჩვენთან სამედიცინო მომსახურების ისეთი დონეა, რომ, მირჩევნია, თავად ვმართო ჩემი ჯანმრთელობა, მივიდე იმ ექიმთან და იმ კლინიკაში, რომელსაც მე ვენდობი და არა იქ და მასთან, ვისაც ენდობა სადაზღვევო, იმიტომ რომ, არ ვიცი, რას ეფუძნება მისი ნდობა.
თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ასეთი პროდუქტი.
მაგრამ,ასეთი პროდუქტი მხოლოდიმედი L-ჰქონდა?
მე მაქვს ასეთი პროდუქტი სხვა სადაზღვევო კომპანიაში.
თუ თქვენარქიმედესგულისხმობთ, იქ ექიმთან ან კლინიკაში წასვლამდე წინასწარ უნდა აცნობო ამის შესახებ. რომ ვერ დარეკო ობიექტურ მიზეზთა გამო, ეს ხომ დისკომფორტია?
არ არსებობს სადაზღვევო სისტემა, რომელშიც არ არისგეით ქიფინგი“.
რას ნიშნავსგეით ქიფინგი“?
– „
გეითინიშნავს კარს, ანუ ყველგან დგას მეკარე. ნებისმიერ შემთხვევაში მეკარეს უნდა დაეკონტაქტო და ის გეტყვის: ან მე გატარებ, ან შენ მიდი, სადაც გინდა და მე თანახმა ვარ, გადაგიხადო.
მეც ამას ვამბობ, ეს პროდუქტი ჰქონდაიმედი L-და,იმის ნაცვლად, რომ ყველას მოეცა არჩევნის თავისუფლება, „იმედი L“ გავიდა ბაზრიდან?
რაც მეტი თავისუფლება გინდა, მით მეტი ფული უნდა გადაიხადო. თავისუფლება ღირს რესურსი.
მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაში სამედიცინო სტანდარტი არ არსებობს?
როდესაც ვარ სადაზღვევო კომპანია, რომ არ მქონოდა კლინიკები, არ ვიღვაწებდი სტანდარტებისთვის.
რატომ ვიღვაწებ სტანდარტებისთვის ჩემს კლინიკაში, სადაც ჩემთან დაზღვეული მაინც მივა, იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი არ აქვს არც დასაზღვევად და არც სამკურნალოდ?
სტანდარტში ყველაა დაინტერესებული. არც ერთ სადაზღვევოს არ აქვს დალიმიტების სურვილი, რადგან, რაც უფრო შეზღუდული ხარ, ანუ, როდესაც შენ ურჩევ დაზღვეულს კლინიკას, უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამართულად იმუშავებს მედიაციის სამსახური.
არა მხოლოდ. მედიაცია, უბრალოდ, ამარტივებს პროცედურას, თორემ, შეგიძლია, მიმართო სასამართლოს. თუ თქვენ წახვედით თქვენ მიერ არჩეულ კლინიკაში და მე მხოლოდ ფულს გინაზღაურებთ, იქ რომ რამე გავნონ, მე თავისუფალი ვარ პასუხისმგებლობისგან, ხოლო, თუ მე გაგგზავნეთ და რამე მოხდა, უკვე ჩემი პასუხისმგებლობაა. კორპორატიული პროდუქტის დიზაინს დიდწილად განსაზღვრავს მომხმარებელი და არა სადაზღვევო კომპანია. სქემა ასეთია: მომხმარებელი ამბობს: მე მაქვს 25 ლარი და მინდა, რომ ამით იფარებოდეს სტომატოლოგია, წამალი და, შემდეგ –  ამბულატორია და ჰოსპიტალი. მაგრამ, რა არის მთავარი რისკი?
პირადად ჩემთვის, 25 ლარად მთავარი რისკია ჰოსპიტალი, რომ, თუ ოპერაციული ჩარევა დამჭირდა, არ მომიწიოს სახლის გაყიდვა.
მაგრამ,ასეთი მიდგომა იშვიათია. ჩვეულებრივ, ჩამონათვალი იწყება სტომატოლოგიითა და წამლით. არადა, სტომატოლოგიური მომსახურება, წესით, სულ სხვა პროდუქტი უნდა იყოს. ადამიანი, როგორც წესი, იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ჰოსპიტალური რისკი დააზღვიოს, არამედ, დაფაროს ყოველდღიური ხარჯი ჯანდაცვაზეარაფრის დაზღვევა არ არის პრობლემა, თუ ადეკვატური ფულია გადახდილი. დღეს ჩვენი კორპორატიული დაზღვევა არაადეკვატურია ფულში, მაგრამ, ღარიბი ქვეყანაა და სხვაგვარად არ გამოდის. ანუ, იმ ფულით, რასაც ვიხდით სადაზღვევო პრემიის სახით, არ იფარება უფრო მეტი სამედიცინო მომსახურება. თუმცა, შეგიძლია, შეცვალო პროპორცია; თუ ამოაგდებ სტომატოლოგიასა და წამლებს, ძალიან კარგი ჰოსპიტალური მომსახურების ჩადება შეიძლება, ანუ, ყველაფერი ღირს ფული. მაგალითად, გერმანიაში, თუ გინდა, რომ პროფესორთან გაიარო კონსულტაცია, უნდა დაამატო თანხა, თუ ჰოსპიტალში ერთკაციან პალატაში გინდა დაწოლა, ფული უნდა დაამატო. ჩვენ, უბრალოდ, ამ სქემებამდე არ მივსულვართ. დაზღვეულების უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ ხშირად ბევრი სიარული უწევთ: ჯერ უნდა მიხვიდე ოჯახის ექიმთან, რომელიც მიმართვას დაგიწერთ ექიმთან, ექიმთან ვიზიტის მერე უნდა დაბრუნდე ისევ ოჯახის ექიმთან და ასე შემდეგ, მაგრამ, სანამ ელექტრონული ავადმყოფობის ისტორიები არ გვექნება, ეს პრობლემა არ მოიხსნება. ამ მიმართვების გარეშე არც ერთი სადაზღვევო სისტემა არ ფუნქციონირებს. სადაზღვევო სისტემის არსია მართვა: ერთია, რომ ატყობინებ და, მეორე –  რომ მას დაჰყავხარ. მაგალითად, ამერიკაში ჩემი მეგობრის სიდედრი კვდებოდა და სადაზღვევო კომპანიამ მას 400 000 დოლარი დაახარჯა, მაგრამ, არ გადაუღო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ის მომაკვდავი ქალი ჩიოდა სასამართლოში –  გადამიღეთო, მაგრამ, სადაზღვევო კომპანია ამბობდა, მე სამედიცინო პროცესის წარსამართავად არ მჭირდება ტომოგრაფი.
მცირეშტატიან დაწესებულებებს, უბრალოდ, არ აზღვევენ კორპორატიულად, რა უნდა გააკეთონ მათ?
გეტყვით ასეთ მაგალითს: ყოფილა შემთხვევა, პატარა კომპანია დაზღვეულა და რამდენიმე თვეში გაუწყვეტიათ ხელშეკრულება. როდესაც ნახეს, აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთმა მიიღო ძალიან ძვირად ღირებული მომსახურება. ანუ, თანამშრომლები სოლიდარულად დაეზღვივნენ იმ ერთი თანამშრომლის გამო და შემდეგ გაწყვიტეს ხელშეკრულება.
ინდივიდუალური დაზღვევა ძალიან ძვირი გამოდის და ხშირად ერთბაშად ითხოვს სადაზღვევო პრემიის დაფარვას, რაც თვითდასაქმებულების ქვეყანაში, ფაქტობრივად, გამორიცხავს ინდივიდუალურ დაზღვევებს.
საცალო დაზღვევა სულ სხვა სამყაროა, თან, მასობრივიც არ არის. ჩემი, როგორც მზღვეველის მოლოდინია, რომ მოვა ვიღაც ქუჩიდან, ვისაც დაზღვევა დღეს სჭირდება და, არა მარტო ჩვენთან, ამერიკაშიც ასე იქცევა დაუზღვეველი მოსახლეობა. ამიტომ, მზღვეველი ფრთხილად უნდა იყოს. მეორე პრობლემაა ფულის ამოღება –  ხშირად 20 ლარის ამოსაღებად, შესაძლოა, 120 ლარი დაგჭირდეს. ამ ნაწილში სერიოზული გააზრებაა საჭირო და ეს ხდება. საცალო იყო ობოლი შვილი და ძირითადი ყურადღება ეთმობოდა კორპორატიულ დაზღვევას, მაგრამ, ეს მიდგომა იცვლება, რადგან, როდემდე უნდა სდიო შეზღუდულ კორპორატიულ სექტორს?! თუმცა, საცალო გაყიდვები გაიზარდა და უკვე 80 000- მიაღწია. გსმენიათ, ალბათ, რომ სექტემბრიდან მთავრობა იწყებს არაღარიბი პენსიონერებისა და 5 წლის ჩათვლით ბავშვების დაზღვევას. ეს გამოიწვევს იმას, რომ, მინიმუმ ერთი დაზღვეული იქნება ყველა ოჯახში და, რაც მთავარია, სადაზღვევოს აძლევს უნიკალურ საშუალებას, შევიდეს ოჯახებში და შესთავაზოს საოჯახო დაზღვევა.
და,როგორ უნდა ამოიღოს ფული, თუ დაუსაქმებელია ოჯახი?
ეს სხვა თემაა, მაგრამ, სერიოზულ ბიძგს მისცემს საცალო გაყიდვებს. დღეს ყველა კვლევა ანახვებს, რომ ის პროდუქტი, რაც არის ბაზარზე და ის მოლოდინი, რაშიც გადავიხდი ფულს, დაშორებულია ერთმანეთისგან. მაგალითად, ევროპულ სადაზღვევო კომპანიაალიანსისმთელი რეკლამა აგებულია იმაზე, რომ, თუ დაგიდგა სადაზღვევო შემთხვევა, მოვალ და აგინაზღაურებო. მაპატიეთ, მაგრამ, სადაზღვევოების რეკლამა ხშირად ჰგავს ქალების საფენების რეკლამას: თუ მას გამოიყენებ, იქნები ბედნიერი და მხიარული. ჩვენთანაც მსგავსი რამ იქნება მომავალში.
პენსიონრებს რომ აზღვევენ, გათვლილია რისკები?
– 
სადაზღვევოს რისკები რეტროსპექტულად ითვლება, როდესაც აკეთებ შენი პორტფელის ანალიზს.
ანუ არ არის დათვლილი რისკები, რადგან პენსიონრები დაზღვეული არასდროს ყოფილან?
არა მარტო. ასეთი სადაზღვევო პროდუქტიც არ არსებულა. ამიტომ, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდია არცოდნის ნაწილი. ჩვენ ჯერჯერობით ვიცით, როგორ მოიხმარენ სადაზღვევო პროდუქტს უმწეოები და, ისიც არასრულად, რადგან, უმწეოთა პაკეტში წამლები შეზღუდულადაა წარმოდგენილი. წამლის მოხმარების თავისებურება ვიცით მხოლოდ კორპორატიული დაზღვევიდან. რეალურად, ჩვენი პრობლემაა, ჯერ ერთი, თვითმკურნალობა და, მეორე, წამლის მოხმარების შემცირება. 2010 წლის მონაცემებით, ეროვნული ჯანდაცვის დანახარჯი შეადგენდა, დაახლოებით, მილიარდ 700 მილიონ ლარს. აქედან მთავრობის დანახარჯი იყო 400 მილიონი, დანარჩენი მოდიოდა კერძო ჯანდაცვაზე. ამავდროულად, ეს მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტზე მეტია, რაც დიდი მაჩვენებელია და, რაც მთავარია, ჯანდაცვის ეროვნულ დანახარჯში წამლის დანახარჯის წილი 50 პროცენტია.
ექიმები ხშირად იმაზე მეტ წამალს გვიწერენ, ვიდრე რეალურად გვჭირდება.
ამასთან,ექიმები გვიწერენ ბრენდებს და არა გენერიკებს, არადა, ბრენდით მკურნალობა, შეიძლება, 5-ჯერ ძვირი ღირდეს, ვიდრე გენერიკით.
გენერიკებს აფთიაქებში, უკაცრავად გამოთქმისთვის, „გვატენიან“, რომ გაასაღონ.
აფთიაქებში ბრენდ-გენერიკებსგვატენიან“. მაგალითად, აფთიაქში ერთმანეთის გვერდით დევს ორი წამალი, აბსოლუტურად იდენტური. უბრალოდ, ერთი გენერიკია და ღირს, ვთქვათ, ლარი, მეორე კი –  „დარასკრუტკებულიბრენდ-გენერიკი, ტელევიზიით ხშირად ნაჩვენები, ექიმების დაინტერესების საგანი და ასე შემდეგ და ღირს 4 ლარი. იცით, რა განსახვავებაა ბრენდებსა და გენერიკებს შორის? რომელიღაც წარმოებამ განასაჯაროვა თავისი ბრენდის შემადგენლობა, შემდეგ ასმა მცირე თუ საშუალო, მაღალ თუ დაბალხარისხიანმა წარმოებამ მსოფლიოში ის დაამზადა და შემოვიდა შენს ბაზარზე. გენერიკი, შეიძლება, იყოს ქართულიც, ჩინურიც, ბელორუსულიც, ეგვიპტურიც და, მაქვს კი მე ჩემს ბაზარზე საკმარისი დაცვა იმისთვის, რომ მშვიდად ვიყო?! რომ, ბიოეკვივალენტურობის თვალსაზრისით, ეს წამალი გააკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს?!
ჩვენს ბაზარზე არ გვაქვს.
დიახ,არ გვაქვს. ანუ, უამრავი თემაა და მათი მოგვარებაა ჩვენი მომავალი. თუ ჩვენ შევძლებთ წამალზე 50-პროცენტიანი დანახარჯის არათუ 12 პროცენტამდე, როგორც ეს შვეიცარიაშია, არამედ, 30 პროცენტამდე შემცირებას, ეს 150-200 მილიონის ეკონომიას მოგვცემს და ეს ეკონომია იქნება სადაზღვევო და ჯანმრთელობის სერვისების ძირითადი საზრდო. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ სამწლიანი სადაზღვევო გამოცდილება გვაქვს.
იქნებ,თქვენ მაინც იცოდეთ, რა პრინციპით აწესებენ კლინიკები ოპერაციის ფასებს: რატომ 5 000 და არა 2 000? რატომ ღირს რეანიმაციაში ერთი დღე ზოგან 600 ლარი (თუ შეევაჭრები), ზოგან  კი –  1 000 ლარი?
იცით,რამდენი რამ გასწორდა და როგორ შემცირდა ფასები?! ჩვენ გავაკეთეთ კლინიკების ეგრეთ წოდებულიშიდა ლისტი“  და, იცით რამდენი თანხაა გამოყოფილიარაპირდაპირ ხარჯებზე“? ჩვენი ჰოსპიტალური სექტორის ერთ-ერთი ავადმყოფობაა ეს არაპირდაპირი ხარჯები: ეს არ არის ხარჯი, რომელიც უშუალოდ ამ პაციენტის მკურნალობაზე დაიხარჯა.
აბა,რაზე დაიხარჯა?
გინახავთ დერეფნების სიგანე ღუდუშაურში? ალბათ, ათი მეტრია. ის ხომ ვიღაცამ უნდა გაათბოს, გაანათოს, დაალაგოს? ამ არაპირდაპირ ხარჯში შედის ადმინისტრაციის ხარჯიც, რაც უშუალოდ სამედიცინო დანახარჯი არ არის.
ექიმები მუდმივად წუწუნებენ, რომ რამდენიმეათასიან ოპერაციაში მათ თეთრებს აძლევენ. მართლა, ასე სატირლად აქვთ საქმე ჰონორარების მხრივ?
საშუალო ექიმი ცხოვრობს ისე, როგორც საშუალო ქართველი.
და,როგორ ცხოვრობს, თქვენი აზრით, საშუალო ქართველი?
მოგვიანებით გიპასუხებთ. კარგი ექიმი კი ცხოვრობს კარგად.
მისი ჰონორარია მაღალი თუ ბევრ ოპერაციას აკეთებს?
ორივეს ვგულისხმობ. რაც შეეხება საშუალო ქართველს: 550 000 დაქირავებით დასაქმებულის საშუალო ხელფასი 650 ლარია –  ეს არის ჩვენი ქვეყანა.

04.06.2012
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia