საიტის საარქივო მასალა

,,სადაზღვევო კომპანია ალფა” მოგების მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა

ავერსი ჰოლდინგის წევრმა ,,სადაზღვევო კომპანია ალფამ“ 8 წლის მუშაობის თავზე უპრეცედენტო მოგების მაჩვენებელი და ზრდის დინამიკა აჩვენა.
ზარალების ყველაზე მსხვილი გადამხდელი TOP-5 ქართული სადაზღვევო კომპანია

„კომერსანტი“ აგრძელებს ქართული სადაზღვევო ბაზრის 2017 წლის 9 თვის მონაცემების ანალიზს და ამჯერად სადაზღვევო ზარალების ყველაზე მსხვილ გადამხდელ სადაზღვევო კომპანიებს წარმოგიდგენთ. ლოგიკურია, რომ სადაზღვევო ზარალების ანაზღაურების თვალსაზრისით ლიდერი სადაზღვევო კომპანიების ხუთეული იგივეა, რაც ბაზრის ლიდერი ხუთეული. თუმცა, გათვალისწინებულია, რომ შემოსავლისა და ზარალის შემდეგი შედარებები გაკეთებულია წლიური მოზიდული პრემიისა და ნახევარი წლის გაცხადებული ზარალების მიხედვით. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მე-3 კვარტალში ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალმა 174,09 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 12 მლნ. ლარით მეტის წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით — 2016 წლის მესამე კვარტალში კომპანიების ზარალი იყო 162,10 მლნ. ლარი. 
საქართველოს სადაზღვევო ბაზრის TOP-5 კომპანია

სადაზღვევო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური სტატისტიკით, 16 სადაზღვევო სექტორის ჯამურმა მოგებამ 9 თვეში 13.5 მლნ ლარი შეადგინა, 1.7-ჯერ ნაკლები ვიდრე შარშან (22.98 მლნ). ამავე სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია მოზიდული პრემიის მოცულობა. კერძოდ, 2017 წლის 3 კვარტალში სადაზღვევო კომპანიებმა მოიზიდეს 345,72 მლნ ლარის პრემია, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი იყო 316,3 მლნ ლარი.
ერთად გამარჯვებისკენ! - ,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ რაგბის კავშირის ოფიციალური მზღვეველია

2017 წლიდან ,,სადაზღევო კომპანია ალფამ“ სტრატეგია შეცვალა და აქცენტი ინოვაციური და კლიენტის საჭიროებაზე ორიენტირებული პროდუქტების განვითარებაზე აიღო. ამის ერთ–ერთი მაგალითია რაგბის კავშირთან გაფორმებული შეთანხმება, პროდუქტი, რომელიც ფარავს ისეთ არასტანდარტულ რისკებს, როგორიცაა ნებისმიერი სახის სპორტული ტრავმები, რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურები და განსხვავებული სტომატოლოგიური მომსახურებები – ორთოდონტია და იმპლანტაცია.
10 ნოემბერს სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფმა“ იუბილე დაზღვეულებთან ერთად აღნიშნა


კომპანია სადაზღვევო ბაზარზე უკვე 12 წელია წარმატებით ოპერირებს და მომხმარებლებს პრაქტიკულად ყველა სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. 

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia