საიტის საარქივო მასალა

აკაკი ზოიძე: „საშუალო შემოსავლის მქონე პირებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს“ “ჩვენ ვმუშაობთ, რამდენად მიზანშეწონილია სავალდებულო დაზღვევა შემოვიტანოთ იმ კატეგორიისთვის, რომელსაც დღეს საყოველთაო დაზღვევა არ ეკუთვნის“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცახადა. 
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა იუსტიციციის სახლთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სადაზღვევო კომპანია ალდაგმა იუსტიციციის სახლთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, იუსტიციის სახლის მომხმარებლები უძრავი ქონების რემონტის დაზღვევას წელიწადში 90 ლარად შეძლებენ, რაც თვეში მხოლოდ 7.50 ლარს შეადგენს.
კიბერდაზღვევა - ”ალდაგის” უნიკალური შეთავაზება მომხმარებელს
სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, 21–ე საუკუნეში კიბერ რისკების რაოდენობა მნიშვნელოვნად მატულობს. ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ. კიბერთავდასხმის ობიექტებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. 
ამ რეალობიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი” მომხმარებლებს უნიკალურ პროდუქტს - კიბერდაზღვევას სთავაზობს. 
რას ითვალისწინებს სადაზღვევო პოლისი, ვის შეუძლია მისი გამოყენება და რა რისკებს დაფარავს აღნიშნული დაზღვევა, ამ საკითხზე ”ალდაგის” გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი გვესაუბრება.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო ქვეყანაში რეგისტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა სავალდებულო ხდება. კანონპროექტები: „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის" და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.
ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატს სადაზღვევო კომპანია ,,კამარა'’ აზღვევს
2017 წლის 22–28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის  ჩემპიონატი ჯომარდობაში. 
ღონისძიების ოფიციალური მზღვეველი სადაზღვევო კომპანია ,,კამარაა''. მონაწილეები შეჯიბრის დროს დაზღვეულნი იქნებიან უბედური შემთხვევისგან.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia