საიტის საარქივო მასალა

SBA - სადაზღვევო აგენტის მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამა საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA სთავაზობს აპლიკანტებს სადაზღვევო აგენტის მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამას. პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. სწავლის საფასური ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი.
საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიები დღევანდელ მცირე ბიზნესსაც დაკარგავენ სადაზღვევო სექტორი დაგროვებით საპენსიო ბაზარზე მთავრობის კონკურენციას აპროტესტებს, - თემაზე „ბიზნესკონტრაქტთან“ სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი საუბრობს.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2015 წლების შედეგებთან დაკავშირებით გაიმართა პრესკონფერებცია 5 აგვისტოს საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციაში, ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საზოგადოებას აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2015 წლების შედეგების ანგარიში წარუდგინა.
 „ჯიპიაი ჰოლდინგმა” ბორჯომში, სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის დარეგულირება დაიწყო „ჯიპიაი ჰოლდინგმა” ბორჯომის მუნიციპალიტეტში გუშინ მომხდარი სტიქიის შეფასება დაიწყო. სადაზღვევო კომპანიის ზარალების ანაზღაურების განყოფილების თანამშრომლები სტიქიის ზონაში გვიან ღამიდან მუშაობენ. სტიქიის შედეგად, მნიშვნელოვნი ზიანი მიადგა ბორჯომის ქარხანას -დაზიანდა სახურავი, დაზგები და მანქანა-დანადგარები.
          ხელფასის დაზღვევა - შეინარჩუნეთ ხელფასი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაშიც!
ხელფასის დაზღვევა უმუშევრობით გამოწვეული სირთულეების შემსუბუქების ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური საშუალებაა, რომელიც ევროპის მრავალ ქვეყანაში კარგად არის აპრობირებული. დაახლოებით, ორი თვეა, მსგავსი მომსახურება საქართველოს სადაზღვევო სივრცეშიც დაინერგა. დღეს ხელფასის დაზღვევას მხოლოდ სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სთავაზობს ნებისმიერ დასაქმებულს.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia