საიტის საარქივო მასალა

2 მაისი დაზღვევის დღეა-ამ დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულია კონკურსი -მეტი დაცვა და ნაკლები რისკი

კონკურსის იდეა და მიზანი

ფინანსური განათლების პორტალის www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“) და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ (შემდგომში - „დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“) ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, ასევე, სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების  - სს „არდი დაზღვევის“, სს „ბბ დაზღვევის“, სს „გრინ დაზღვევა საქართველოს“, სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“, სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს“, სს „თიბისი დაზღვევის“, სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“, სს „პსპ დაზღვევის“, სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“, სს „სადაზღვევო კომპანია  ჯი პი აი ჰოლდინგის“, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“, სს „სადაზღვევო კომპანია ალფას“, სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას“,  სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელის“, სს „სადაზღვევო კომპანია პრაიმის“, სს „სადაზღვევო კომპანია ტაოს“ და სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ (შემდგომში ყველა ერთად მოხსენიებული, როგორც „სადაზღვევო სექტორის წარმომადგნლები“) - ჩართულობითა და ფინანსური კონტრიბუციით 2022 წლიდან  2 მაისს აღინიშნება დაზღვევის დღე საქართველოში. ამ დღისადმი მიძღვნილი 2022 წლის საინფორმაციო კამპანიის დევიზია  „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“.


"სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია"
2021 წლის აგრო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული ნაკვეთები


"სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია"
15 მარტი-მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

კამპანიის სლოგანია „იცოდე შენი უფლებები-იყავი დაცული“, რომლის მიზანია მომხმარებლებში მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. წელს ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთან ერთად,  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის აქტიური ჩართულობით  სადაზღვევო სექტორიც შეუერთდა. მომზადდა სადაზღვევო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შემეცნებითი ვიდეო რგოლი, რომელიც ღონისძიების ფარგლებში განთავსდება სოციალურ ქსელში.
"სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია"
სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი: ინდუსტრია მუშაობს, დიდი რყევები არ არის

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ სადაზღვევო ინდუსტრიის 2021 წლის 6 თვის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოგებაზე საუბარი ნახევარი წლის მონაცემების საფუძველზე,არაკორექტულია.
სადაზღვევო ასოციაცია მავნე და საშიშპირობებიან სფეროებში დასაქმებულების სავალდებულო დაზღვევას ფორმალობად მიიჩნევს

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ამ დრომდე არ არის განსაზღვრული რას ფარავს მძიმე, მავნე და საშიშირობებიან სფეროებში დასაქმებულების სავალდებულო დაზღვევა, რომელიც ქვეყანაში 2019 წლიდან მოქმედებს.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia