საიტის საარქივო მასალა

სტიქიური მოვლენები და დაზღვევა
2015 წლის 20 ივნისს მარნეულში ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ მოსახლეობა დააზარალა. სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, მოთხარა ხეები, დაზიანებული და განადგურებულია ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული და სხვა ტიპის ნათესები.



სტიქიასთან დაკავშირებით დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური,სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია და სადაზღვევო ინდუსტრია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის შესახებ დასაგანგებო განცხადებას ავრცელებს.
,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“-ს განცხადება ,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“ კვლავ საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ამ დროისათვის კომპანიაში შემოსულია 15 შეტყობინება, რომელთა ჯამური სადაზღვევო ლიმიტი 700,000 ლარს აღწევს. 
სადაზღვევო კომპანია “კოპენბურმა” სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემა დაიწყო
სადაზღვევო კომპანია კოპენბურმა სტიქიით მიყენებული ზარალების ანაზღაურების გაცემა დაიწყო.ზარალების ადმინისტრირების სამსახურმა 24 საათიანი მუშაობის შედეგად მოახდინა ყველა დაზღვეული ობიექტის ადგილზე მონახულება. ყველა ის ავტომობილი, რომელიც აღდგენას ექვემდებარება გადაყვანილია სერვის ცენტრებში.

ალდაგი 13 ივნისს სტიქიიტ დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს უმოკლეს ვადაში აუნაზღაურებს სადაზღვევო კომპანია ალდაგი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს უმოკლეს ვადებში აუნაზღაურებს. 14 ივნისიდან დღემდე, სადაზღვევო კომპანია ალდაგში 100-მდე შეტყობინება შემოვიდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ალდაგმა გაამარტივა ზარალის დარეგულირების პროცედურები, რაც დაზღვეულებს დაეხმარებათ, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, უმოკლეს დროში მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia