საიტის საარქივო მასალა

ჯორჯიან პალას ქობულეთი ავტოაქციაში ერთვება
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის  ავტოაქციის ფარგლებში „დაისვენე, როცა გჭირდება“ დამატებით კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ჩაერთო. ამიერიდან ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც აქციის ფარგლებში ავტომობილს დააზღვევს, შესაძლებლობა მიეცემა დაისვენოს ქალაქ ბათუმში არსებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში და ასევე, ქობულეთში განთავსებულ სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“. აღნიშნული აქცია ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება
ალდაგი ბისიაის მედიქ ქარდი უკვე რეგიონებშია
ამიერიდან, ინოვაციური სადაზღვევო  პროდუქტი მედიქ ქარდი ქუთაისსა და ბათუმში გაიყიდება. პირველად საქართველოში ალდაგი ბისიაიმ შექმნა პროდუქტი, რომლის შეძენაც შესაძლებელია სამედიცინო  მომსახურების მიღებამდე 5 წუთით ადრე, ასაკის შეუზღუდავად. მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი 99 ლარად, ხოლო თანხის გადახდისთანავე დაზღვეულს შეუძლია მიიღოს 50 ლარის სამედიცინო მომსახურება 100%–იანი თანადაფინასებით. პოლისის მფლობელი მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებს 50%–იანი თანადაფინანსებით ამბულატორიულ სერვისებზე,  და 100%–იანი თანადაფინანსებით გადაუდებელი ჰოსპიტალურ მომსახურებაზე.
ალდაგი ბისიაის ახალი ცენტრი
ალდაგი ბისიაიმ ქუთაისში  ახალი მომსახურების ცენტრი გახსნა. ამიერიდან დაზღვეულები სადაზღვევო მომსახურების მიღებას ახალ, კომფორტულ გარემოში შეძლებენ. ახალ მომსახურების ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სადაზღვევო სერვისის, მათ შორის, ზარალის ანაზღაურების მიღება, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტომანქანის, ქონებისა თუ სხვა დაზღვევის სახეობებში. ახალ სერვის ცენტრში მომსახურების მიღება შესაძლებელია ყოველდღე, გარდა კვირისა.

 

მემორანდუმი სადაზღვევო გზამკვლევთან

2011 წლის 27 ივლისს  სადაზღვევო კომპანიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო გზამკვლევთან" თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის თანახმად, კომპანიები თანახმა არიან სადაზღვევო გზამკვლევისგან მიიღონ შემოთავაზებული სერვისი, რათა დაზღვეულების კმაყოფილების დონე გაიზარდოს.

სამოგზაურო დაზღვევა შიდა ტურებზე
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" საზაფხულო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით  მოსახლეობას შიდა ტურების სამოგზაურო პოლისს სთავაზობს. პილისის შეძენა შეუძლიათ როგოც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებს. პროდუქტის მინიმალური ფასი 6 ლარიდან იწყება, ხოლო დაზღვევის მსურველს შესაძლებლობა  მიეცემა შეიძინოს პროდუქტი მისთვის მოსახერხებელი ნებისმერი დროის ინტერვალით. "ალდაგი ბისიაის" სამოგზაურო პოლისის შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის ოფისებში, ასევე 200-ზე მეტ ტურისტულ სააგენტოში.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia