საიტის საარქივო მასალა

განახლებული MTPL/MPA სადაზღვევო პაკეტი "აი სი ჯგუფი" ავტომფლობელებს განახლებულ MTPL/MPA სადაზღვევო პაკეტს სთავაზობს. ამიერიდან მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მინიმალურ ფასად, წელიწადში მხოლოდ 70 ლარად დააზღვიონ საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე მხარის მიმართ და ასევე დააზღვიონ საკუთარი თავი და  მგზავრები უბედური შემთხვევისას მიყენებული ზარალისგან.
4 წლის შემდეგ საქართველოში აგრო-დაზღვევა გაორმაგდება
ნიკა გამყრელიძე: ამ სფეროს პოტენციალი ისეთივეა, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის. 4 წლის შემდეგ საქართველოში აგრო-დაზღვევის მაჩვენებლები გაორმაგდება. ასეთ პროგნოზს სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაის” გენერალური დირექტორი აკეთებს. ნიკა გამყრელიძის თქმით, „ალდაგი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აგრო-დაზღვევა წამოიწყო

საპენსიო სქემის მონაწილეთა რიცხვმა იმატა სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" საპენსიო სქემის მონაწილეთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის საპენსიო სქემის მონაწილეების რიცხვმა 8000–ს მიაღწია. ალდაგი ბისიაის საპენსიო ფონდი უმსხვილესი საპენსიო ფონდია საქართველოში, რომელსაც 2010 წელს 5 წელი შეუსრულდა და 2010 წელს წლიურმა მომგებიანობამ 12.11 % შეადგინა.საპენსიო სქემის მონაწილეს საშუალება აქვს აირჩიოს სამი სახეობის საპენსიო სქემიდან ერთ-ერთი: მუდმივი, ვადიანი ან ერთჯერადი პენსია.
ინტერვიუ თინათინ სტამბოლიშვილთან საზღვარგარეთ გამგზავრებისას, სადაც სავიზო რეჟიმია, მგზავრი ვალდებულია სამოგზაურო დაზღვევა შეიძინოს. უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ასეთი ვალდებულება მოხსნილია. გამოდის, რომ ისინი დაუზღვევლები არიან და არც კი ფიქრობენ ამაზე. არადა, სამოგზაურო დაზღვევა  ძალიან იაფი ღირს, დღეში 1 ლარი და 50 ათასი ევროს ფარგლებში ფარავს საზღვარგარეთ მკურნალობას იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა. მოვუწოდებ, რომ ყველამ შეიძინოს ასეთი დაზღვევა და დაიცვან თავი. ასეთი დაზღვევის პოლისები იყიდება ყველა სადაზღვევო კომპანიაში და მათ შორის ჩვენი კომპანიის ოფისშიც.
ავტო დაზღვევის ინოვაციური პროდუქტი აი სი ჯგუფისგან "აი სი ჯგუფი" საკუთარ მომხმარებელს ინოვაციურ ავტო დაზღვევის პროდუქტს შესთავაზებს, რომელიც განახლებული პირობებით და ტექნოლოგიური მხარდაჭერით უპრეცედენტოა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ახალი ავტო დაზღვევის პოლისის მიღება მომხმარებელს სადაზღვევო კომპანიაში ვიზიტის გარეშე ზუსტად 15 წუთში შეეძლება, დაზღვევის ყველა საჭირო პროცედურას სადაზღვევო აგენტები გამოძახების ადგილზე მოაგვარებენ.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia