საიტის საარქივო მასალა

უნიკალური პროდუქტი ალდაგი ბისიაის-გან

2011 წლის დასაწყისში სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“ მომხმარებელს ჯანმრთელობის დაზღვევის უნიკალურ პროდუქტს შესთავაზებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა.

პირველი რუსული სადაზღვევო პოლისის ისტორია
რუსეთში სადაზღვევო საქმემ საკმაოდ გვიან მოკიდა ფეხი. მე-19 საუკუნეში ეს სფერო მდორედ ვითარდებოდა. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის შუა ხანებში ევროპაში უკვე არსებობდნენ სერიოზული სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ქონებას და სიცოცხლეს აზღვევდნენ. 1786 წ. ეკატერინე რომანოვას ხელმოწერის შედეგად სავალდებულო გახდა ქარხნებისა და ფაბრიკების დაზღვევა  ხანძრისგან.

სახელმწიფოს ახალი დაზღვეულები ჰყავს
იანვრიდან პროგრამაში 72 338 ბენეფიციარი ჩაერთო. ამ ეტაპზე სახელმწიფო დაზღვევით სულ 957 663 ადამიანი სარგებლობს. სახელმწიფო თითოეული ბენეფიციარის ჯანმრთელობის დასაზღვევად რეგიონების მიხედვით განსხვავებულ ტარიფს იხდის, რაც საშუალოდ თვეში 8-დან 13 ლარამდეა

ჯიპიაი ჰოლდინგის უპრეცედენტო დაზღვევა
2011 წლის 20 იანვრიდან თურქული სატრანსპორტო კომპანია „ულუსოი“ და მისი პარტნიორი ჰოლანდიური კომპანია „ევროლაინი“ იწყებენ რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის განხორციელებას საქართველოდან თურქეთის და თურქეთიდან ევროპის მიმართულებით. „ულუსოი“ თურქეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ოპერატორია, რომელიც ფლობს როგორც ავტობუსებს, ისე ავიახაზებს, გემებს და სხვა საშუალებებს.

ინტერვიუ დევი ხეჩინაშვილთან
The FINANCIAL-“საქართველოს სადაზღვევო კომპანიები უცხოელების მფლობელობის ქვეშ გადავა”
„სადაზღვევო სფერო გლობალური პროფესიონალური ბიზნესია. მსოფლიოს მოთამაშეები ბაზარზე ახალი ტექნოლოგიებითა და კაპიტალით შედიან. მომავალი გვიჩვენებს, რომ როდესაც საქართველო ინვესტორები სათვის უფრო მიმზიდველი გახდება, ინსტიტუციონური ინვესტორები ამ სფეროში ფულის ჩადებას დაიწყებენ. საერთაშორისო კომპანიების საქართველოში შემოსვლა უფრო მეტ კონკურენციას გამოიწვევს და ხარისხიც აიწევს,“ ამბობს ხეჩინაშვილი.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia