საიტის საარქივო მასალა

ტურისტების სავალდებულო დაზღვევამ კორონავირუსთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯები უნდა დაფაროს

სადაზღვევო სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო, შემომავალი ტურისტების სავალდებულო დაზღვევის პროექტზე მუშაობენ.
რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება?

2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი შეადგინა. მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.
ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ამჯერად Covid 19-მა გადადო

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება შესაძლოა ვერც წელს განხორციელდეს. „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კანონის მიღებას ხელი ამჯერად ახალმა კორონავირუსმა შეუშალა.
„სავალდებულო დაზღვევა აუცილებელია, რათა მთავრობამ დაზღვევის მეშვეობით რისკების მართვა შეძლოს“ 2019 წლის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 625 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 157 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება თითქმის განახევრდა და 25 მილიონ ლარს გაუტოლდა.
კორონავირუსით დაზარალებულებისთვის შესაძლოა, სადაზღვეო შენატანებზე შეღავათები დაწესდეს
მათთვის, ვინც კორონავირუსის გამო, შემოსავლები დაკარგა, შესაძლოა, სადაზღვეო შენატანებზე შეღავათები დაწესდეს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia