საიტის საარქივო მასალა

ირაო საავადმყოფოების მშენებლობას იწყებს

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია,,ირაო’’  მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ერთდროულად იწყებს საავადმყოფოების მშენებლობას. საავადმყოფოების მშენებლობა 2011 წლის  დეკემბრისთვის დასრულდება.

რატომ არის სადაზღვევო საქმის სწავლა  არაპოპულარული?
საქართველოში სადაზღვევო საქმის შესწავლა ნაკლებად პოპულარულია. სტუდენტები ძირითად ყურადღებას საბანკო საქმის შესწავლას უთმობენ. სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე გავრცელებული გამოკითხვის შედეგებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძეც ეთანხმება.
სადაზღვევო გზამკვლევის პრეზენტაცია
2010 წლის 1 ნოემბერს სასტუმრო შერატონ მეტეხში გაიმართა საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ახალი სამსახურის "სადაზღვევო გზამკვლევის" პრეზენტაცია. ამავდროულად, გაიმართა მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია ACT Research–ის, გამოყენებითი კვლევების კომპანია ARC–ის და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ახალი სამსახურის – „სადაზღვევო გზამკვლევის“ მიერ მომზადებული კვლევების პრეზენტაციაც.  
 

სადაზღვევო გზამკვლევის პრეზენტაცია
თვალსაჩინოა ის საფრთხეები, რომელიც  ბოლო პერიოდის განმავლობაში იკვეთება. კერძოდ, სადაზღვევო ბაზარზე ნაკლებად კვალიფიცირებული და სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე სადაზღვევო კომპანიების გააქტიურებამ გააუარესა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხი, რაც ნეგატიურად აისახა სადაზღვევო ინდუსტრიისადმი განწყობის  საერთო  პოზიტიურ ფონზე.

ალდაგი ბისიაი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ბაზრის ლიდერია სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურაში 6,39%-იანი წილით მესამე ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ბაზარზე მოქმედმა 16 სადაზღვევო კომპანიიდან 12-მა 2010 წლის პირველ ნახევარში დაზღვევის ამ სახეობაში 14,222 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia