გაეროს საგზაო უსაფრთხოების მესამე გლობალური კვირეული

მაისს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში გაეროს საგზაო უსაფრთხოების 
მესამე გლობალური კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა.
ღონისძიების მიზანია საზოგადოებისა და ხელისუფლების ინფორმირება ქვეითებისა და 
მძღოლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებისა და გადაჭრის 
გზების თაობაზე.
კომფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს, საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთის, ევროკავშრირის, მსოფლიო ბანკის, აშშ საელჩოს წარმომადგენლები, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და სხვა ორგანიზაციის 
წარმომადგენლები.
,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“ უკვე მეორე წელია თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“და თავის მხრივ მუდმივად ხელს უწყობს 
საგზაო მოძრაობის წესების დაცვის პოპულარიზაციას.
აი სი ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია ტრანსპორტის დაზღვევის სახეობებში - 2014 წელს 3,28 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო უსაფრხო ტრანსპორტის მართვის სტიმულირებისათვის 
აი სი ჯგუფის მიერ შემუშავებულია სპეციალური მოტორ კასკო პროდუქტი - წლიური პრემიის 1,99%-ის ოდენობით უავარიო მართვის გამოცდილების მქონე მძღოლებისათვის.

04.05.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia