აი სი ჯგუფი იწყებს მზადებას აგრო დაზღვევის პროგრამისათვის

სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი აქტიურად იწყებს მზადებას სუბსიდირებული აგრო დაზღვევის პროგრამისათვის. ამჯერად კომპანიის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს ესტუმრნენ, ფერმერებს შეხვდნენ, მიაწოდეს მათ ინფორმაცია აგრო პროექტის და აი სი ჯგუფის მომსახურებების შესახებ.

2015 წელს აი სი ჯგუფი აგრო დაზღვევის მიმართულებით ბაზრის 30,4%-ს ფლობდა, ხოლო სამეგრელოს რეგიონში 70%-იანი წილით ლიდერობდა. 2016 წელსაც აი სი ჯგუფი აქტიურად აპირებს სუბსიდირებული აგრო დაზღვევის პროგრამაში ჩართვას როგორც სამეგრელოს, აგრეთვე მცხეთა-თიანეთის, გურიის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, აჭარის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში.
29.03.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia