"ჯანდაცვის ასოციაციის" წარდგენის პრეზენტაცია

21 ივნისს, "ჯანდაცვის ასოციაციის" წარდგენის პრეზენტაცია გაიმართა. ასოციაციის დირექტორმა, ნინო მიქავამ, საზოგადოებას ასოციაციის ხედვა, სტრატეგიულ მიზნები და გეგმები გააცნო.
საქართველოში ჯანდაცვის ასოციაცია შეიქმნა, რომელშიც ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 75 კერძო კლინიკა გაერთიანდა. ასოციაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორში განსახორციელებელი რეფორმების ეფექტურ მიმდინარეობას.

ასოციაციის წევრობა საქართველოში მოქმედ ყველა სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებას შეეძლება. ასოციაციის საქმიანობაში ჩართულები იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტები
22.06.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia