აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2015 წლების შედეგებთან დაკავშირებით გაიმართა პრესკონფერებცია

5 აგვისტოს საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციაში, ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საზოგადოებას აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2015 წლების შედეგების ანგარიში წარუდგინა.

მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, ასოციაციის ხელმძღვანელმა საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომოანიების გენერალურ დირექტორებთან ერთად, დეტალურად ისაუბრა აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  სდაზღვევო შემთხვევებსა და დამდგარ ზარალებზე. ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაზღვეული ნაკვეთებისა და მოზიდული პრემიის საერთო რაოდენობაზე.  

2014-2015 წლებში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 20,574 (ოცი ათას ხუთას სამოცდათოთხმეტი) სადზღვევო შემთხვევა დადგა. დაზღვეული 40,013 (ორმოცი  ათას ცამეტი) ნაკვეთიდან მოზიდულმა პრემიამ 16,031,039 (თექვსმეტი მილიონ ოცდათერთმეტი ათას ოცდაცხრამეტი) ლარი შეადგინა, ანაზღაურებული ზარალის ჯამურმა რაოდენობამ კი, 14, 178, 445 (თოთხმეტი მილიონ ას სამოცდათვრამეტი ათას ოთხას  ორმოცდახუთ) ლარს მიაღწია.

მოსახლეობისთვის დაზღვევის მნიშვნელობის შეხსენების და საზოგადოებაში სადაზღვევო კულტურის განვითარების მიზნით, პრესკონფერენციაზე, მნიშვნელოვანი და მსხვილი სადაზღვევო შემთხვევებიც იქნა განხილული.

ასოციაციის თავმჯდომარემ სადზღვეო ბაზრის პერსპექტივებსა და სექტორში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. დევი ხეჩინაშვილმა საზოგადოებას ის სამომავლო გეგმები  წარუდგინა რომელიც, როგორც სადაზღვევო სექტორის, ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. 

05.08.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia