როგორ დავაზღვიოთ სამშენებლო რისკები და ავიცილოთ თავიდან ფინანსური დანაკარგები

სამშენებლო კომპანიების გაკოტრება, უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევები, ათასობით ოჯახი, რომელიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, საცხოვრებლის გარეშე დარჩა - ამ და სხვა პრობლემების შესახებ მედიასაშუალებები ყოველდღიურად იუწყება.
უცხოური გამოცდილება, რომელიც ამ კუთხით მიღებულ ქმედით გადაწყვეტილებებს ეყრდნობა, გვასწავლის, რომ მშენებლობების დაზღვევით უამრავი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება შეიძლება.
მშენებლობის დაზღვევის თემა განსაკუთრებით ბოლო პერიოდშია აქტუალური, თუკი გავითვალისწინებთ იმ არასახარბიელო გამოცდილებას, რაც არაერთმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან ურთიერთობისას... ბოლო დროს გახშირებულმა უბედურმა შემთხვევებმა, რომლებმაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებზე და დამატებითი ბერკეტების ამოქმედებაზე დააფიქრა. თბილისის მერიამ უკვე გაამკაცრა კონტროლი მშენებლობებზე, დაწესდა 30 000-ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პირველივე შემთხვევაში. ცვლილებების აუცილებლობას ხედავენ მსხვილი სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებიც. თანდათან იცვლება დამოკიდებულება მყიდველების მხრიდანაც. სულ უფრო მეტი პოტენციური მყიდველი ეძებს ისეთ მშენებლობას, სადაც რისკი მაქსიმალურად გამოთვლილი და დაზღვეული იქნება. ბევრად უფრო მიმზიდველი და სანდოა სამშენებლო კომპანიისგან ისეთი შეთავაზება, რომელიც დაზღვევით არის გამყარებული...
სამშენებლო რისკების დაზღვევისას სადაზღვევო კომპანია შეისწავლის რისკებს, კონტრაქტორების გამოცდილებას, აფასებს შესასრულებელ სამუშაოს და ადგენს მშენებლობის სირთულეს.
დაზღვევით სარგებლობა მშენებლობის პროცესში ჩართულ ნებისმიერ მხარეს შეუძლია და შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, დაზღვეულია ყველა, - იქნება ეს პერსონალი, კონტრაქტორი თუ კლიენტი.
პირველი, ვისაც სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებმა თამამად შეიძლება მიმართონ, არის „Global Benefits Georgia, რომელიც წარმატებული საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის - „Global Benefits Group მხარდაჭერით შეიქმნა. უცხოელი პარტნიორის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, „Benefits აანალიზებს თითოეული კლიენტის საქმიანობას და მომხმარებელს მოქნილ და მასზე ინდივიდუალურად მორგებულ ისეთ სერვისს სთავაზობს, რომელიც კონკრეტულად მის საჭიროებებს პასუხობს. სამედიცინო და ჯანმრთელობის, თუ ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა, - კომპანიას სადაზღვევო პროდუქტების საკმაოდ ფართო ჩამონათვალი აქვს, მათ შორისაა სამშენებლო რისკების დაზღვევაც, რასაც კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, სწორედ ამიტომ, სამშენებლო რისკების დაზღვევის თემაზე სასუბროდ მივმართეთ „Global Benefits Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს, ანა გვენეტაძეს.
ქალბატონო ანა, რატომ გახდა აუცილებელი მშენებლობების დაზღვევა?
მშენებლობა კომპლექსური პროცესია, სადაც პოტენციურად რისკის განვითარება რამდენიმე მიმართულებითაა შესაძლებელი, - დასაქმებული პერსონალის დაშავების, უხარისხო მასალით გამოწვეული დაზიანების ან გაუმართავი სპეცტექნიკით მუშაობისას სამშენებლო პროცესის შეფერხების შემთხვევებში. ასეთ დროს, ბუნებრივია, ზარალდება როგორც სამშენებლო კომპანია და მასში მონაწილე ყველა მხარე, ისე კლიენტიც.
სამშენებლო რისკების დაზღვევა სწორედ ასეთი რისკების მართვას ითვალისწინებს და მათი ხდომილების შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიას ფინანსურ დანაკარგებს არიდებს თავიდან.
რა უცხოური გამოცდილება არსებობს ამ კუთხით?
სამშენებლო რისკების დაზღვევა ევროპასა და ა.შ.შ.-ში მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან განვითარდა და გამოიყენებოდა იმ პერიოდში აქტიურად მიმდინარე მშენებლობებისთვის, რაც უხარისხო მშენებლობების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებდა. ამ პროცესში ადგილობრივი მთავრობები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი.
უფრო კონკრეტულად, რა პრობლემებს ააცილებს თავიდან დაზღვევა მშენებლებსა და მომხმარებლებს?
ამ მიმართულებით კომპანიის დაზღვევა მოიაზრებს საქმიანობის ყველა საფეხურზე აღმოცენებული რისკებისას ფინანსური ზარალის მინიმუმამდე დაყვანას. სამშენებლო მასალის დაზიანება ობიექტზე, ობიექტის ძარცვა, შენობა-ნაგებობების ჩაბარების საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა, მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა და დასაქმებული პერსონალის უბედური შემთხვევა ან ჯანმრთელობის დაზიანება. როცა სამშენებლო კომპანიას ასეთი რისკები აქვს დაზღვეული, მშენებლობის შეფერხების ალბათობა ზემოაღნიშნული პროცესების გამო ნაკლებია, შესაბამისად, ის დროულად ასრულებს მომხმარებელთა წინაშე აღებულ ვალდებულებებს.
რა შედის სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებაში ამ მიმართულებით?
სადაზღვევო კომპანია, როგორც ფინანსური ინსტიტუტი,სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში, ანაზღაურებს იმ ზარალს, რაც გამოწვეული იყო დაზღვეული რისკის ხდომილებით. 
"კომერსანტი"
26.02.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia