სადაზღვევო ინდუსტრია მთავრობას ინიციატივით მიმართავს

კერძო სადაზღვევო კომპანიები მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების ერთ-ერთ გზად ე.წ დაშენებული სადაზღვევო პროდუქტების განვითარებას მიიჩნევენ, რასაც მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს არსებული სტრატეგია ამ ეტაპზე ზღუდავს. სადაზღვევო ასოციაციის ხელმზღვანელი, დევი ხეჩინაშვილი თვლის, რომ ყველა ჯგუფს , რომლებიც  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მომსახურებას იღებენ,  კერძო სადაზღვევო პაკეტების დაშენებაზე შეზღუდვები უნდა მოეხსნას.
„საყოველთაო ჯანდაცვაში ყველა ჯგუფს, რომელთაც ეკუთვნის საყოველთაოს მომსახურება, უნდა ჩაეხნას შეზღუდვები დაშენებულ/დამატებულ სადაზღვევო პაკეტებზე იმიტომ, რომ ასევე ფაქტია, რომ სადაზღვევო კომპანიები საკმაოდ ეფექტურად მართავენ ფარმაცევტულ დანახარჯებს. კორპორატიულად დაზღვეულები უფრო ეფექტურად მოიხმარენ წამალს, ვიდრე ადამიანები, ვინც ჯიბიდან იხდის.
ჩვენ ვსაუბრობთ იმ მიზნობრივ ჯგუფებზე, რომლებიც არიან უმწეოები, პენსიონერები, 18 წლამდე ბავშვები. მათ აქვთ საშუალება დააშენონ იმის გარეშე, რომ შეეზღუდოთ საყოველთაოს სერვისები. ყველა სხვას ეზღუდება თუ დააშენებს. ეს ლოგიკა უნდა ჩაიხსნას. ეს სიკეთეს არ აკეთებს. ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება და რწმუნება იმის შესახებ, რომ თუ იყიდიან დაზღვევას, მათ არ შეეზღუდებათ მომავალშიც საყოველთაოს მომსახურება. ეს იქნება კარგი ნაბიჯი და არა პანაცეა იმ სხვა ღინისძიებებთან ერთად, რასაც მთავრობა ახორციელებს მედიკამენტებზე დანახარჯების შესამცირებლად“-აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
მისი თქმით,როდის მოხსნიან ამ შეზღუდვებს ჯანდაცვის სამინისტროში არაფერს ამბობენ, თუმცა მისი თქმით, არსებობს საუბრები არაფორმალურ რეჯიმში, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ამ მხრივ სისტემური ცვლილებები მოხდება.
bm.ge
23.10.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia