დასაქმებულის უბედური შემთხვევის დაზღვევა სავალდებულო ხდება

"შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით, დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით. აღნიშნული მუხლი ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.
სადაზღვევო სექტორი „შრომის უსაფრთხოების კანონში“ დაზუსტებებს ითხოვს.  როგორც bm.ge-ს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა, საჭიროა ლიმიტების და სტანდარტების შემოღება, რაც კანონის დამატებებში უნდა გაიწეროს. ამ მიზნით სადაზღვევო ინდუსტრია საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრებს გეგმავს.
„გაჩნდა უბედური შემთხვევის დაზღვევის შესყიდვის ვალდებულება. ეს ეხება ბევრ ადამიანს, შესაბამისად მნიშვნელოვანია მოხდეს დეფინირება რა არის ეს დაზღვევა, რომ დაიცვას შესაძლო მსხვერპლი. საკანონმდებლო დამატებებია საჭირო. თუ არ იქნება განსაზღვრული ლიმიტები, რა პროდუქტია საჭირო მაგალითად მღებავისთვის, მან შეიძლება იაფად იყიდოს პატარა დაცვის პროდუქტი და რომ რამე მოხდეს, ის არ ეყოს კომპენსაციას, რაზეც მთავრობა ფიქრობს“-განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.
bm.ge
23.10.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia