მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხვორებ ფერმერებს აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს

2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. მცხეთაში, პროექტის ხელმძღვანელი ნატალია ხარატიშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
პროგრამის მენეჯერმა ფერმერებს შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამაში შესული ცვლილებები წარუდგინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. წინა წლების მსგავსად ყველა კულტურაზე,  გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავი ქნება 70%;  ვაზზე 50%.
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს:
• სეტყვა
• წყალდიდობა
• ქარიშხალი
• საშემოდგომოყინვა
აგრო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს  5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ ბენეფიციარს მფლობელობაში არსებული მიწის ნებისმიერი (5 ჰექტარს ზემოთ) ფართობიდან შეუძლია 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს.
დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ  იმ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“.  ასევე, მიწის ის მესაკუთრე, რომელსაც უნდა მიიღოს პროექტში მონაწილეობის მიღება, ვალდებულია  ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირდეს.
მოცდის პერიოდი სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული. აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო დაუკვე 5 წელია მიმდინარეობს.
პროექტის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. 2014- 2018 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:
• გაცემულია 81,453 პოლისი;
• დაზღვეული ფართობი შეადგენს 71,413 ჰა;
• ჯამში დაიზღვა 551 მილიონლარზე მეტი ღირებულების მოსავალი;
• ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 33 მილიონზე მეტი ლარის სუბსიდირება მოახდინა. 5 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 35 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
"კომერსანტი"
30.04.2019
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia