„რამდენიმე კომპანიამ მოგვმართა, რომ გადავხედოთ ხელშეკრულებებს“ – რას სთავაზობს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მთავრობას

"ჯიპიაი ჰოლდინგის" კომუნიკაციების დირექტორის თინა სტამბოლიშვილის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიას, კორპორატიული დაზღვევის ხელშეკრულებების გადასახედად, მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილმა უკვე მიმართა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" თინა სტამბოლიშვილმა განუცხადა, ძირითადად მათ მოთხოვნებში საუბარია დროებით რესტრუქტურიზაციაზე, რათა მათ გადასახადის გადახდა მოგვიანებით შეძლონ.

"კორპორატიულ დაზვევას, მცირე და საშუალო ბიზნესს დაეტყო კრიზისი. ჩვენ რამდენიმე კომპანიამ მოგვმართა, რომ გადავხედოთ ხელშეკრულებებს და ყველასთან ინდივიდუალურად გავდივართ ამ საკითხებს. ჩვენი სექტორის შეთავაზებაა სახელმწიფოსადმი, რომ ამ ანტიკრიზისული პროგრამის ფონზე ხელი შეეწყოთ ამ კომპანიებს, რათა მათ შეძლონ თავისი თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის შენარჩუნება. იმისთვის, რომ არ შეუწყდეს ამ ხალხს ის სერვისები, რასაც ჯანმრთელობის დაზღვევით იღებენ," - განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.

მისივე თქმით, მათ აქვთ სახელმწიფოსთვის რამდენიმე ინიციატივა, როგორ შეიძლება შეინარჩუნონ მოქალაქეებმა კერძო დაზღვევა.

"ერთ-ერთი ინიციატივა არის სადაზღვევო შენატანები გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან და მეორე შეთავაზებაა - ბარიერის მოხსნა კერძო პროგრამის მონაწილეთათვის, რომ საყოველთაო დაზღვევით სარგებლობა მათაც შეძლონ და დაიკომპენსირონ ის სერვისები, რასაც საყოველთაო პროგრამა ან ანაზღაურებს ან შეზღუდულად ანაზღაურებს," - განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა. "bpn"

07.04.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia