„ინდივიდუალურ დაზღვევაზე მოთხოვნა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ამოქმედებამ შეამცირა“ - ასოციაცია [15.06.2023]
სადაზღვევო ბაზარზე ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის 50 ათასამდე პოლისია მოქმედი. როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა „კომერსანტთან“ განმარტა, ინდივიდუალურ დაზღვევაზე მოთხოვნა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ამოქმედებამ შეამცირა.
„ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღება რამდენიმე კვირაში იგეგმება. კანონპროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქეებს ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო წესით 2024 წლიდან მოუწევთ, სავარაუდოდ მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური პრემიის მოცულობა 150-დან 200 ლარის ფარგლებში იქნება. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მოლოდინით, სავალდებულო დაზღვევის პაკეტის ამოქმედების შემდეგ 900 მილიონიანი ბაზარი 30%-ით გაიზრდება.
2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება [02.05.2023]
1997 წლის 2 მაისს პირველად საქართველოში მიღებულ იქნა კანონი დაზღვევის შესახებ. სწორედ ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით „საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის“ გადაწყვეტილებით 2022 წელს ეს დღე დაზღვევის დღედ იქნა დაწესებული.
საქართველოს მთავრობის დადგენილება [06.04.2023]
საქართველოს მთავრობის დადგენილება #136 2023 წლის 4 აპრილი ქ. თბილისი.
"აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის #236 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.