პირველი რუსული სადაზღვევო პოლისის ისტორია

რუსეთში სადაზღვევო საქმემ საკმაოდ გვიან მოკიდა ფეხი. მე-19 საუკუნეში ეს სფერო მდორედ ვითარდებოდა. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის შუა ხანებში ევროპაში უკვე არსებობდნენ სერიოზული სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ქონებას და სიცოცხლეს აზღვევდნენ.
1786 წელს ეკატერინე რომანოვას ხელმოწერის შედეგად სავალდებულო გახდა დიდი ქარხნებისა და ფაბრიკების დაზღვევა მოსალოდენლი ხანძრისგან. 
დაზღვევის უფლებამინიჭებული  სახელმწიფო ბანკის „სადაზღვევო ექსპედიცია“ მხოლოდ უძრავი ქონების დაზღვევაზე იყო ორიენტირბული. უფრო მეტიც, ექსპედიცია არ აზღვევდა ხის სახლებს, ანუ რუსეთის ნაგებობების 99 პროცენტის დაზღვევა შეუძლებელი ქვის შენობებს კი იმიტომ აზღვევდნენ, რომ საკრედიტო ოპერაციებისთვის ბანკიდან სესხი მიეღოთ. დაუზღვეველი ქონების ბანკში ჩადებას სახელმწიფო კრძალავდა.
უცხო სადაზღვევო კომპანიებთან კონკურენციის გამო, სახელმწიფომ კაპიტალის  საზღვარგარეთ  გატანაც აკრძალა. იმ დროის რუსეთში არ არსებობდა სადაზღვევო მომსახურება და სადაზღვევო აგენტის შტატიც.„სადაზღვევო ექსპედიციის“ საქმიანობა დამთავრდა იმით რითიც უნდა დამთავრებულიყო.
ადგილობრივ  ბაზარზე შემოაღწიეს ინგლისური სადაზღვევო გაერთიანების „ფენიქსის“ აგენტებმა. ამიტომ 1827 წელს ნიკოლოზ პირველმა ხელი მოაწერა ბრძანებას და შეიქმნა „პეტერბურგის ფენიქსი“.
ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ მაგ დროისთვის რუსები თავისი საცხოვრებლების დასაზღვევად ყოველწლიურად 100 მილიონ რუბლს ხარჯავდნენ. პირველ სადაზღვევო კომპანიას რომელიც კერძო იყო მაგრამ სახელმწიფო აკონტროლებდა, ნიკოლოზ მეორემ ოცწლიანი მონოპოლია მისცა.
ამ პროექტის მთავარი იდეოლოგი ეკონომისტი და სახელმწიფო მოღვაწე ნიკოლოზ მორდვინოვი იყო, რომელმაც რეკლამის სახით და 120 ათას რუბლად თავისი მეუღლის უძრავი ქონება დააზღვია. რუსეთში პირველი სადაზღვევო პოლისიც სწორედ ამ ქალბატონმა მიიღო. სადაზღვევო სფეროს მუშაობის შედეგებმა ორგანიზატორებიც გააკვირვეს. 1829 წელს გაიცა 2297 პოლისი. 20 წლიანი მონოპოლიის გასვლის შემდეგ რუსულ სადაზღვევო ბაზარზე გამოჩნდა ახალი სადაზღვევო კომპანია „სალამანდრა“.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ეზვეოდა ყველაფერი უძრავ-მოძრავი ქონება, ტვირთები და ასე შემდეგ. მე-19 საუკუნის რუსული სადაზღვევო პოლისები ძალიან ჭრელი და დიდი ზომის იყო. მათი სიდიდე პირდაპირ მითითებდა სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ სიმძლავრეზე.  მაგალითად, ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიის პოლისი ნახევარი  მეტრის სიგრძის იყო.

24.01.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia