სიახლე ავტოდაზღვევის მიმართულებით

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგმა" ავტოდაზღვევის მიმართულებით სიახლე  დანერგა. დღეიდან ყველა მათგანს, ვინც "ჯიპიაი ჰოლდინგის" ავტოდაზღვევით სარგებლობს, გზებზე უფასო ავტო ასისიტანსის მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ. მომსახურებაში შედის საწვავის ადგილზე მიტანა, საბურავის გაბერვა, შეკეთება და გამოცვლა, კლიენტის უფასო ევაკუატორით უზრუნველყოფა.
თინათინ სტამბოლიშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: „ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაზღვეულები მაღალი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოს არა მხოლოდ ავტოავარიების დროს, არამედ ისეთი არასასიამოვნო შემთხვევებისას, როგორიცაა გზაზე საბურავის დაშვება, მანქანის მწყობრიდან გამოსვლა, საწვავის გამოლევა და სხვა. ამ მომსახურების დანერგვის მიზანია, რომ დაზღვეულებმა კომფორტულად, დაცულად და საიმედოდ იგრძნონ თავი მსგავს გაუთვალისწინებელ სიტუაციებში. თანაც, ყველა ზემოთ აღნიშნულ მომსახურებას ჩვენი დაზღვეულები უფასოდ მიიღებენ.“
ავტო–ასისტანსით სარგებლობა თბილისის მთელ ტერიტორიაზე და დედაქალაქიდან 15 კილომეტრის რადიუსში არის შესაძლებელი. მომსახურება, როგორც ზემოთ აღვნიშნე ჯიპიაი ჰოლდინგის ავტოდაზღვევის მფლობელებისთვის უფასოა.

17.06.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia