ფაქტები დაზღვევის ისტორიიდან

  • ურთიერთდაზღვევის და ურთიერთდახმარების მაგალითების პოვნა ბაბილონის (1760 წელი ჩვენს ერამდე) დროსაც შეიძლება, სადაც დაზღვევის ჩვენთვის ცნობილ უძველეს ფორმებს საზღვავო გადაზიდვების ე.წ. bottomry და respodencia კონტრაქტები წარმოადგენს – გემის მფლობელი იღებდა სესხს, გირაოში კი დებდა არა მარტო გემს ან სხვა ფასეულობას, არამედ საკუთარ და ოჯახის წევრების სიცოცხლეს. ჰამურაბის მეფობის დროს (II ათასწლეული ჩვენს წელთაღრიცხვამდე), როდესაც ბაბილონი მსხვილ სავაჭრო ცენტრად იქცა და მასზე მრავალი საქარავნო გზა გადიოდა, ამგვარი კონტრაქტების პრაქტიკა ლეგალიზებული იქნა (ჰამურაბის კანონი).
  • ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600 წლიდან რომაილი ასოციაციები, გილდიები არსებობდა, რომლებიც თავიდან რელიგიური ჯგუფების სახით ყალიბდებოდნენ. მაგალითად ე. წ. დამკრძალავ კლუბებში დაკრძალვისათვის აუცილებელი თანხის გადახდა ხდებოდა და აქვე სიცოცხლის დაზღვევის პირველ ჩანასახებსაც ვხვდებით.
  • "პრემიის საფუძველზე" დაზღვევის პრაქტიკა შუა საუკუნეების იტალიური ქალაქებიდან მოდის, პირველი ზუსტად დათარიღებული სადაზღვევო ხელშეკრულება 1347 წელს გენუაში შედგა.
  • დაზღვევის ძირეული განვითარება ევროპელების მიერ ახალი მიწების ათვისებისთანავე დაიწყო.  გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქამ გემთმშენებლობის, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებამ ახალი საფრთხეებიც გამოიწვია.რისკებისგან თავის დასაცავად გემების მფლობელები და ვაჭრები სავაჭრო ექსპედიციების დროს ერთმანეთში თანხმდებოდნენ: რომელიმეს ქონების დაზიანება- განადგურების შემთხვევაში, ზარალს ამ პირობის ყველა მოკავშირე გაიზიარებდა. ჩვენამდე მოღწეული ასეთი საზღვაო შეთანხმება 1347 წლით თარიღდება.
  • ქონების დაზღვევის სფეროში ძირითად ბიძგად 1666 წელს ლონდონის დიდი ხანძარი იქცა. რომლის დროსაც ლონდონის ცენტრში 13200 შენობა განადგურდა. ამის მერე დაფუძნებულმა გაერთიანებებმა დაიწყეს შენობების ხანძრისგან დაზღვევა. ითვლება, რომ სიცოცხლის დაზღვევის იდეა ასევე დიდ ბრიტანეთში წარმოიშვა. 1762წელს შეიქმნა კომპანია - Equitable Life Assurance Society, ის დღესაც განაგრძობს საქმიანობას.
  • 1689 წელს დაიწყო " ლოიდსის ისტორია". ედვარდ ლოიდის ყავახანის ბაზაზე, სადაც გემების მფლობელები, საზღვაო მზღვეველები და ვაჭრები გადაზიდვის პირობებზე შესათანხმებლად იკრიბებოდნენ, მზღვეველებისა და საზღვავო ბროკერების კორპორაცია შეიქმნა, რომელიც 1774 წელს, მეფის ბრძანებულებით ოფიციალურად იქნა დამტლიცებული, ხოლო 1871 წელს პარლამენტის აქტით რეგისტრაციაში გატარდა.
თანამედროვე ტიპის დაზღვევის სახეობები ერთბაშად არ შექმნილა. დროთა განმავლობაში მომხდარი კატასტროფების გამო დამდგარი დიდი ზარალებისა თუ პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე ხდებოდა (და ხდება) დაზღვევის სახეობათა დახვეწა, განვითარება თანამედროვე ტიპებად ჩამოყალიბება.

     
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia