ირაო - 11 წელი ადგილობრივ სადაზღვევო ბაზარზე

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ - საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 11 წლის წინ გამოჩნდა და დღეს ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებაში. ”ირაოს” მუშაობის ძირითადი პრინციპი მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაა. სწორედ საქმისადმი ასეთმა მიდგომამ განაპირობა დროის მოკლე პერიოდში ”ირაოს” დიდი წარმატება. ”ირაო” ორიენტირებულია როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ სეგმენტებზე: ავტოტრანსპორტის, ჯანმრთელობის, ქონებისა და მრავალი სხვა დაზღვევის პროდუქტის სახეობებზე. კომპანია წლების განმავლობაში ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებშიც. ”ირაოს” მონაცემებით, 2014 წელს კომპანიის მოგება წინა წელთან შედარებით 122%-ით გაიზარდა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა დაზღვევის პროდუქტების სხვადასხვა სახეობებში - ავტოდაზღვევის ზრდის მაჩვენებელმა 41 % შეადგინა, მესამე პირის წინაშე ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში - 79 %, ქონების დაზღვევა - 143 %, ხოლო ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევის სახეობაში - 8 %. კომპანიის მიერ 2014 წელს მოზიდული პრემიის ოდენობამ 26 994 877 ლარი შეადგინა, ხოლო ანაზღაურებული ზარალის მთლიანმა ოდენობამ - 24 517 855 ლარი. გასულ წელს ”ირაო” ჩაერთო 2014 წლის შემოდგომაზე დაწყებულ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რომელშიც მონაწილეობის შედეგადაც კომპანიამ დაზარალებულ ბენეფიციარებს, ამ ეტაპზე, უპრეცენდენტო ოდენობის თანხა - 1 277 215 ლარი აუნაზღაურა. 2010 წელს ”ირაოს” აქციების 100%-ის მფლობელმა ვენის სადაზღვევო ჯგუფმა (VIENNA INSURANCE GROUP - VIG), რომელიც წარმოადგენს ორ საუკუნოვანი ისტორიის მქონე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერ სადაზღვევო ჯგუფს, საქართელოში ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. დღესდღეობით ვენის სადაზღვევო ჯგუფის მომხმარებელთა რაოდენობა 180 მილიონს, თანამშრომელთა კი 23 000 ადამიანს აღწევს. 2012 წელს, ვენის სადაზღვევო ჯგუფის ფინანსურმა მაჩვენებლებმა თავის კორპორატიულ ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ჯგუფის მიერ მოზიდული პრემიის ოდენობამ 9% ზრდის მაჩვენებლით - 9.7 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო მთლიანი აქტივების ღირებულებამ 42 მილიარდი ევრო. ვენის სადაზღვევო ჯგუფს "Standard & Poor's"-ის მიერ "A+" ფინანსური სტაბილურობის რეიტინგი აქვს მინიჭებული. „ირაოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, 2015 წლიდან კომპანიის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია საქართველოში, VIG-ის ბიზნესის წარმოების კულტურაზე დაყრდნობით ევროპული სადაზღვევო მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მათი აქტიური განვითარებაა.

"ინტერპრესნიუსი"
30.03.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia