დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები გამოვლენილია


დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი სახელწოდებით "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" დასრულებულია.
კონკურსი მიეძღვნა 2 მაისს, დაზღვევის დღეს საქართველოში და მისი მიზანი იყო მოსახლეობაში დაზღვევის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, კონკურსანტების მხრიდან პოპულარული ენითა და საინტერესო ვიზუალით წარმოდგენილი მასალების გავრცელების გზით.  
კონკურსი ითვალისწინებდა ნამუშევრების მიღებას ორ კატეგორიაში: კატეგორია  "პოსტერი და სლოგანი" და კატეგორია "ბლოგი".
კონკურსში 200-მდე ნამუშევარი შემოვიდა, რომლებიც ავტორის მიუთითებლად, დაშიფრული სახით მიეწოდათ ჟიურის.
ჟიური
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ შემდეგი ორგანიზაციის წარმომადგენლები:

საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია
სს "არდი დაზღვევა"
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო"
სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა"
სს "პსპ დაზღვევა"
სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია"
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი"
სს "სადაზღვევო კომპანია იმედი ელი"
საქართველოს ეროვნული ბანკი (წარმოდგენილი იყო ფინედუ-ს სახით)
შეფასების კრიტერიუმები
წარმოდგენილი ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა კონკურსის პირობებით დადგენილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

კატეგორიაში "პოსტერი და სლოგანი":

ვიზუალის კრეატიულობა, ორიგინალურობა;
ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე;
სლოგანი საინტერესოა და მომხმარებელს დაზღვევის/სადაზღვევო პროდუქტით სარგებლობის სურვილს აღუძრავს.
კატეგორიაში "ბლოგი":

თემის ორიგინალურობა/გადმოცემის ორიგინალური სტილი;
ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე;
საუკეთესო პრაქტიკული რჩევები.
"ფინედუ"
30.04.2022
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia