საიტის საარქივო მასალა

მომხმარებელი დაზღვევის ხარჯებს ამცირებს - კორონავირუსის გავლენა სადაზღვევო სექტორზე კორონავირუსმა უკვე საკმაოდ დააზარალა გარკვეული სექტორები.მათ შორისაა, ტურიზმი, სასტუმროს ბიზნესი და ასე შემდეგ. ეკონომიკური ზარალი არა თავად ვირუსის, არამედ უფრო მისი გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან მომდინარეობს. თუმცა იგი გავლენას ახდენს მომხმარებლების და სახელმწიფოების გადაწყვეტილებებზე. ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ მოგზაურობას, ვაჭრობას, რაც საბოლოო ჯამში მოთხოვნის კლებას იწვევს. ვირუსის გავრცელების არეალის ზრდის პარალელურად მოთხოვნისა და მიწოდების შეზღუდვა შესაძლოა მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს მსოფლიო ეკონომიკური ზრდისთვის. პრობლემებია საქართველოშიც.
სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას’’ რებრენდინგი განხორციელდა და საწესდებო კაპიტალი გაიზარდა

„საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას“ ინფორმაციით, კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“-მა „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება.


საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარას“ ახალი მფლობელი ჰყავს

სადაზღვევო კომპანია „კამარა“ კომპანიამ „მეტრო ჰოლდინგი“ და შპს-მ „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ იყიდა. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნულ გარიგებაზე მხარეებს თანხმობა უკვე მისცა.
2019 წლის აგრო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული ნაკვეთები
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 აპრილის დადგენილებით დამტკიცებული აგრო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობს რვა სადაზღვევო კომპანია: ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ევროინს ჯორჯია, არდი, ალფა, თიბისი დაზღვევა, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი და გლობალ ბენეფიტს ჯორჯია.



"საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია"
სადაზღვევო სექტორის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 2-3-ჯერ გადაუსწრო

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი 2019 წელს აფასებს და ამბობს, რომ სექტორი საგრძნობლად გაიზარდა და ტემპებით ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც კი გადაუსწრო. მისი თქმით, ეს არამარტო თანხაში, არამედ დაზღვეულთა რაოდენობაშიც აისახა.
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia