საიტის საარქივო მასალა

საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის პაკეტები გამიჯვნით ბიუჯეტის ეკონომიის მიზანს ვერ მიაღწევენ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო დაზღვევის პაკეტების გამიჯვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას ურჩევს. მისი განცხადებით, გამიჯვნით ბიუჯეტის ეკონომიის მიზანს ვერ მიაღწევენ. ამ საკითხთან დაკავშირებით დევი ხეჩინაშვილმა რადიო "კომერსანტის" გადაცემაში "კომერსანტის დროით" ისაუბრა. 
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება უამრავ ადამიანს დააზარალებს
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის: ცვლილება შეეხება პირებს, რომლებიც ე.წ. ორმაგი დაზღვევით სარგებლობენ. 
ამჟამად საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს საყოველთაო დაზღვევაც აქვს და კერძოც. ამ ცვლილების მიხედვით საყოველთაო და კერძო პაკეტები გაიმიჯნება და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ ერთი სახის დაზღვევით ისარგებლებენ. ამ სიახლის შესახებ პირველად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, მინისტრის თქმით, ეს საკითხი მთავრობამ უკვე დაამტკიცა. აღნიშნულ ცვლილებას ჩვენი საზოგადოების ნაწილი უარყოფითად აფასებს. მათ შორის არის საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი, რომელიც „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს: 
პრეს რელიზი სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოს მთავრობის 9 თებერვალს მიღებული #73 დადგენილების შეჩერებას ითხოვს
დევი ხეჩინაშვილი: „დადგენილების მიხედვით ათი ათასობით ადამიანი რჩება მსხვილი, ხანდახან კატასტროფული, სამედიცინო ხარჯების დაფინანსების გარეშე - მათ უმეტესობას ჯიბიდან მოუწევთ ყველაზე ძვირ სამედიცინო სერვისებში თანხის გადახდა. ეს სავარაუდოდ, გამოიწვევს კერძო სადაზღვევო სისტემიდან ადამიანების გადინებას სახელმწიფო პროგრამაში, რითაც საბიუჯეტო დანახარჯი გაიზრდება.“
თუ ადამიანს 100 ათასად შეფასებული ქონება აქვს, წესით, ამ ქონების დასაზღვევად, წელიწადში 300 დოლარი უნდა ემეტებოდეს მას შემდეგ, რაც „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა და მრავალმა ადამიანმა არამარტო სამსახური, ქონებაც დაკარგა, მოქალაქეები სულ უფრო მეტს ფიქრობენ, რა გზებით არის შესაძლებელი მოულოდნელი გაღატაკების თავიდან აცილება. ამის მიუხედავად, ფართო საზოგადოებას მაინც არ ესმის ისეთი აპრობირებული სერვისის მნიშვნელობა, როგორიც არის დაზღვევა. ყოველწლიურად, შემოსავლიდან მცირე რესურსი რომ გადადონ, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება აღარ მოუწევთ, — ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა:
ჯიპიაი ჰოლდინგმა და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ ერთობლივი პროექტი დაიწყეს "ჯიპიაი ჰოლდინგის" და "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" ერთობლივი პროექტი საშუალო და მცირე მეწარმეებისთვის დაზღვევის, როგორც ფინანსური დაცვის მექანიზმის პოპულარიზებას ისახავს მიზნად.
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia