საიტის საარქივო მასალა

სოფელ კალაურში აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარს  ზარალი აუნაზღაურდა გურჯაანის  რაიონის სოფელ კალაურში  სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სადაზღვევო კომპანია ალდაგმა უკვე აუნაზღაურა.
 
სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე: უცხოურ სადაზღვევო კომპანიებს ქართულ ბაზარზე შემოსვლის მოტივაცია არ აქვთ
უცხოურ სადაზღვევო კომპანიებს არანაირი მოტივაცია არ აქვთ, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ. ამის შესახებ "კომერსანტთან" სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში უნიკალური ბაზარია, თუმცა ამ ბაზარს დაძვრა სჭირდება.
ჯიპიაი ჰოლდინგი კერძო პირების ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს "ჯიპიაი ჰოლდინგი" კერძო პირების ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს. სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებით, 2015 წლის 3 აგვისტოდან ყველა ავტომფლობელს საქართველოში შესაძლებლობა ექნება, დარეგისტრირდეს "ჯიპიაი ჰოლდინგის" სტიქიისგან დაზღვევის პროგრამაში და მიიღოს სტიიქიისგან დაზღვევის პოლისი უფასოდ.
 „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციამ“ შეიმუშავა სარეკომენდაციო სტანდარტი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სფეროში საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციამ  შეიმუშავა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სფეროში  დაზღვევის ხელშეკრულების/სადაზღვევო პოლისის მიმართ მინიმალური მოთხოვნები (სტანდარტი).
სტანდარტი ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და მისი გამოყენება შეუძლია საქართველოს  ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სადაზღვევო ორგანიზაციას. 
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს ალდაგმა 232 ათასი ლარის ზარალი აუნაზღაურა მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში ფერმერ გიორგი ებანოიძეს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სადაზღვევო კომპანია ალდაგმა უკვე აუნაზღაურა.  2015 წლის 20 ივნისს, სეტყვამ გიორგი ებანოიძეს ხახვის მოსავლის 75%  გაუნადგურა. სადაზღვევო ანაზღაურებამ  232 ათასი ლარი შეადგინა, რაც სადაზღვევო კომპანია ალდაგმა გიორგი ებანოიძეს გამარტივებული პროცედურების შედეგად, უმოკლეს ვადაში აუნაზღაურა.
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia