საიტის საარქივო მასალა

 სტიქიით დაზარალებულებს ”იმედი L” 25 ათასი ლარით დაეხმარება სტიქიით დაზარალებულებს ”იმედი L” 25 ათასი ლარით დაეხმარება. ”სადაზღვევო კომპანია იმედი L თანაუგრძნობს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს და მათ დასახმარებლად ფონდში 25 000 ლარს რიცხავს”,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სადაზღვევო კომპანია უნისონი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ შეშფოთებას და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს და აცხადებს რომ გარდაცვლილის ოჯახს ფინანსურად დაეხმარება.

სადაზღვევო კომპანიებმა სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყეს თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად სადაზღვევო კომპანიებს, ავტო-სატრანსპორტო ქონების ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, ამ დროისათვის, 160-მდე კერძო და იურიდიულმა პირმა მიმართა.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს კვირის ბოლომდე სრულად აუნაზღაურებს  „ჯიპიაი ჰოლდინგში" ზარალების დარეგულრიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ზარალის ანაზღაურება ფრანშიზის გარეშე მოხდება - დაზღვეულები კომპენსაციას 100%ით მიიღებენ.
სადაზღვევო კომპანიები იმედი L და ალდაგი სადაზღვევო ბაზრის ლიდერობას ინარჩუნებენ საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემების თანახმად, სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მოზიდული პრემიის მიხედვით, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულების, ასევე მთლიანი სადაზღვევო ბაზრის ლიდერია, ხოლო სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" ბაზარზე პირველ ადგილს იკავებს გამომუშავებული პრემიით.
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia