საიტის საარქივო მასალა

ევროპაში დაზღვეულთა რაოდენობა პროცენტულად, საქართველოსთან შედარებით, 4-5–ჯერ მეტია - დევი ხეჩინაშვილი
„დაზღვევის დღე ეს არის პროფესიის დღე, ეს არ არის ბიზნესის დღე,  ეს არ არის სადაზღვევო  ურთიერთობების დღე“, -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა ისაუბრა.
წელს საქართველოში დაზღვევის დღის აღნიშვნის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი

2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება. აღნიშნულ ტრადიციას საფუძველი წელს ჩაეყარა ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და მასთან არსებული ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge-ს ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით. დაზღვევის დღის დაწესების იდეა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე მსჯელობისას გაჩნდა და მიზნად დაზღვევის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1997 წლის 2 მაისს პირველად მოეწერა ხელი დაზღვევის შესახებ კანონს. 
დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები გამოვლენილია

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი სახელწოდებით "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" დასრულებულია.
გამარჯვებულები-I ადგილი

ჟიურის შეფასებების შეჯერების საფუძველზე გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:

კატეგორიაში "პოსტერი და სლოგანი"

I ადგილი - თეკლა ბარამაშვილი - პოსტერისთვის "წარმოუდგენელიც ხდება!"

"ფინედუ"
გამარჯვებულები-II ადგილი

II ადგილი - თეიმურაზ ყალიჩავა - პოსტერისთვის "ყველაფერს ვერ იწინასწარმეტყველებ"

"ფინედუ"
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia