საიტის საარქივო მასალა
2020 წლის 15 ივნისიდან სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წევრია, ხოლო 2020 წლის 1 ივნისიდან „დაზღვევის მედიაციის“ წევრი.
ტურისტების სავალდებულო დაზღვევამ კორონავირუსთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯები უნდა დაფაროს [12.06.2020]
სადაზღვევო სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო, შემომავალი ტურისტების სავალდებულო დაზღვევის პროექტზე მუშაობენ.
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი შეადგინა. მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.
ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება შესაძლოა ვერც წელს განხორციელდეს. „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კანონის მიღებას ხელი ამჯერად ახალმა კორონავირუსმა შეუშალა.
„სავალდებულო დაზღვევა აუცილებელია, რათა მთავრობამ დაზღვევის მეშვეობით რისკების მართვა შეძლოს“ [22.04.2020]
2019 წლის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 625 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 157 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება თითქმის განახევრდა და 25 მილიონ ლარს გაუტოლდა.