საიტის საარქივო მასალა

10 ნოემბერს სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფმა“ იუბილე დაზღვეულებთან ერთად აღნიშნა
კომპანია სადაზღვევო ბაზარზე უკვე 12 წელია წარმატებით ოპერირებს და მომხმარებლებს პრაქტიკულად ყველა სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. 

დაგროვებითი პენსიის სისტემაში შესაძლოა, კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ
[28.10.2017]
საკონსტიტუციო სასამართლო: „კერძო დაზღვეულებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდვა არაკონსტიტუციურია“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა როინ გავაშელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად მიიჩნია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ის ნორმა, რომელიც 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს უზღუდავდა აღნიშნული პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას.
„უცხოეთში რეგისტრირებული ავტომობილების სავალდებულო დაზღვევიდან 30 მილიონი ლარის შემოსავალს ველოდებით“ საკუთარი ავტოტრანსპორტით მოგზაურები სადაზღვევო პაკეტის გარეშე საქართველოს საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ. როგორც პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია დაარეგულიროს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოქნილი სამოქალაქო ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას მათივე მონაწილეობით და, რომლის დროსაც ზიანი მიადგა მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას. ამასთან, წარმოდგენილი პროექტით, შესაბამისი მოთხოვნებისა და თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის აღსრულების მიზნით, იქმნება მზღვეველთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“.
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia