საიტის საარქივო მასალა
24 თებერვალს, სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დირექტორმა გიორგი ჩაჩუამ და ყაზბეგის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს მდებარე ფილიალი გახსნეს.
სტანდარტ დაზღვევა საქართველომ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. სადაზღვევო კომპანია პრაიმის ახალი ბრენდი ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე და მომხმარებელს ინოვაციურ, მარტივ და მოსახერხებელ სერვისებს შესთავაზებს.
1-ლი მარტიდან უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება/მფლობელი/მძღოლი/საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ვალდებული ხდება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში/მართვის ქვეშ მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით დააზღვიოს.
2018 წლის 14 თებერვლიდან სს „არდი დაზღვევა“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წევრია. იგი წარმატებული ქართული ბრენდია სადაზღვევო ბაზარზე. კომპანიის ისტორია 2010 წლიდან იწყება და დაარსების დღიდან ორიენტირებულია ინოვაციებზე, ახალ მიდგომებზე და მომსახურების ხარისხის სრულყოფაზე. ამ მიზნების გათვალისწინებით „არდი დაზღვევა“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა მრავალფეროვანი სადაზღვევო პორტფელით. ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ კორპორაციებს. მათ შორის საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს. დაარსების დღიდან კომპანიის სათავეში დგას მრავალწლიანი სადაზღვევო გამოცდილების მქონე მმართველი გუნდი, რაც კომპანიის დინამიური და წარმატებული განვითარების კიდევ ერთი წინაპირობაა.
საბანკო გარანტიების გაცემის კუთხით სადაზღვევო კომპანიები უკვე აქტიურ კონკურენციას უწევენ ბანკებს, გარანტიების გაცემის მარტივი პროცედურებით, მოკლე ვადებით, მოქნილი სამუშაო გრაფიკით და შეღავათიანი ტარიფებით.
არქივი